სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

AutoSharing Option
სენეგალის ნაკრების ლიდერი სადიო მანე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

"ბაიერნის" შემტევმა გუშინ "ვერდერის" წინააღმდეგ დაპირისპირებისას მყესები დაიზიანა, რის გამოც მისი მუნდიალზე მონაწილეობა გამოირიცხა.

მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერის" დამრიგებელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ სადიო ტკივილს წვივის არეში განიცდიდა და დაზიანება საშიში არ ჩანდა, თუმცა გამოკვლევებმა საპირისპირო აჩვენა.

სენეგალის მთავარ მწვრთნელს, ალიუ სისეს, ნაკრების შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული