დეშამის თქმით, გუნდის მთავარი მიზანი მერვედფინალში გასვლაა.
"ორი სერიოზული მოთამაშე დავკარგეთ - კანტე და პოგბა. რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ დანაკლისი სხვებსაც აქვთ.
ჩემი გუნდის მჯერა, ვიცი, რომ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ. მთავარი მიზანი მერვედფინალში გასვლაა" - განაცხადა დეშამმა.
შეგახსენებთ, მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების პირველი მეტოქე ავსტრალიის ნაკრები იქნება. შეხვედრა 22 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი თამაშებს ვერ მოგვაგებინებს - დიდიე დეშამი
დიდიე დეშამი ზიდანის ნათქვამზე: "რეალის" მწვრთნელია და ბენზემაზე ასე უნდა ილაპარაკოს