1 თავისუფალი ადგილიც შეივსო - დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა საბოლოოდ დააკომპლექტა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდა.

მოგეხსენებათ, დიდიე დეშამმა თავდაპირველად 25 ფეხბურთელს უხმო, გუნდში კი 26 მოთამაშის ყოფნა შეიძლება.

"მამლების" დამრიგებელმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა და კატარში "გლადბახის" თავდამსხმელი მარკუს ტიურამი წავა.

მან მიმდინარე ბუნდესლიგაში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული