ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალზე გერმანიას მზე დაუბნელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, იაპონიამ გერმანიას 2:1 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანია თავიდანვე დაეუფლა დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, შტურმი მოაწყო და რაუმის მიერ მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა ამის შემდეგაც არაერთი მომენტი შექმნეს, გიუნდოგანმა ბურთი ძელს გაარტყა და ამდენი შანსის ხელიდან გაშვების გამო დაისაჯნენ: გააქტიურებულმა იაპონელებმა სახიფათო კონტრშეტევებით უპასუხეს, იტოს გატანა ნოიერმა არ დაანება, შემდეგ კი დოანმა და ასანომ დალაშქრეს ბუნდესგუნდის კარი (ორივე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელია). გერმანია ბოლოს იერიშებზე გადავიდა, გორეცკამ მიზანს ვერ უწია და იაპონიამ
სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთი და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი, „ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი“. 42 608 მაყურებელი
გერმანია - იაპონია 1:2
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33, პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)

მკითხველის კომენტარები / 44 /
გერმანია, სადაც ჰიტლერის პირობებშო ოლიმპიადა ჩატარდა და ჯესი ოუენსის მოგებამ კინაღამ გადარია დიქტატორი, ახლა გუნდოგანი და შავები თამაშობენ და ამას პლუს ლგბტ სამკლაურის არგაკეთებას ფიფა გაიძულებს იქ მთავრდება ყველაფერი!
ლგბტ მოძრაობა ესაა დეგრადაციისკენ და რეგრესისკენ მიმართულება და როგორც შუასაუკუნეებში, ისე ახლა ნორმალურ ადამიანში იწვევს ზიზღს და არა შეცოდებას და დანარჩენი მავანმა არკვიოს ლგბტ რეგრესია თუ პროგრესი!
ლაშა
19:33 23-11-2022
6
ესენი მგონი ლგპტ სამკლაურზე უფრო ფიქრობდნენ ვიდრე ფეხბურთზე და შედეგიც შესაბამისი იყო. ეს არ იყო გერმანული ხასიათი არც გერმანული ფეხბურთი.
alex
20:45 23-11-2022
4

სიახლეები პოპულარული