ფეხბურთი ფულზე მეტია - მუნდიალის საწყისი ტენდენციები და მომავლის ვარსკვლავები

AutoSharing Option
უჩვეულო დროს ჩანიშნულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ნელ-ნელა, თუმცა პოზიტიური ენერგია მაინც შემოიტანა. პირველ ტურში ყველაფერი ვნახეთ - ლამაზი გოლები, ემოციები, მეკარის კარგი თამაში, სენსაციები... თუმცა, როგორც ხდება, ეს რამდენიმე უღიმღამო მატჩთან ერთად. ამ უდიდეს ფორუმს თვალს ყველა მაქსიმალურად ადევნებს და დეტალებზე ზედმეტი საუბარი საჭირო არცაა. მუნდიალი ყოველთვის გარკვეულ მიმართულებებსა და მომავლის ტენდენციებზე მიგვანიშნებს, შესაბამისად, მას ბევრი დაკვირვება უხდება.

შუა სეზონში ჩატარებულ ტურნირზე ვხედავთ, რომ მოთამაშეები კარგ ფორმაში არიან და რაც უნდა გადატვირთულ გრაფიკზე ვისაუბროთ, ზაფხულში ისინი გაცილებით გამოფიტული იყვნენ ხოლმე. წარმატებისთვის
კარგი ფიზიკური მომზადება და ბოლომდე კონცენტრაცია ისევ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია.

Sportall.Ge

რა გამოიკვეთა? - მთავარი არა სტატისტიკური უპირატესობები, არამედ საგოლე შანსების მაქსიმალურად გამოყენებაა. გუნდები, რომლებიც ამას აღწევენ, შედეგსაც გვთავაზობენ. ამ გზით დაამარცხეს ფავორიტები საუდის არაბეთმა (არგენტინა) და იაპონიამ (გერმანია), თავის მხრივ, ესპანეთის ნაკრებმა კარში შვიდივე დარტყმა გოლად აქცია.

თუკი წინა წლებში ძლიერი მეტოქისგან თავის დასაცავად და ამავდროულად, წარმატების მისაღწევად, მხოლოდ დაცვაში ყრუდ ჩაჯდომა წარმოედგინათ, მუნდიალმა დაგვანახა, რომ მწვრთნელები სულ უფრო მეტს ფიქრობენ ასეთ სიტუაციებზე და გამოსავალს ეძებენ. ეს დამაფიქრებელია საქართველოს ნაკრებისთვისაც - ტურნირს ხომ ამ კუთხითაც ვაკვირდებით.

Sportall.Ge
.
ჯერჯერობით, ყველაზე ცუდი გუნდი მასპინძელი კატარია. კატარი თუ ყატარი? - ჩვენ ეს საკითხი ადრევე ამოვწურეთ, თუმცა ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ საქმეში ენის დეპარტამენტიც კი ჩაერთო. სპორტული თვალსაზრისით ასეთი სუსტი მასპინძელი ამ ფორუმს ჯერ არ ჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, პირველმა შეხვედრამ ასე გამოაჩინა და დანარჩენს ვნახავთ. ფეხბურთი ფულზე მეტია - თქვეს ეკვადორელთა გამარჯვების შემდეგ ტურნირის კატარში გამართვით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების ზრდით შეშფოთებული ვართ. მასპინძელთა სისუსტე გასაგებია, ამასობაში კი აზიური და აფრიკული ნაკრებები მშვენივარად გამოიყურებიან. ეს ფიფას იმის საბაბს აძლევს, გუნდების ზრდა სწორ პროექტად მიიჩნიოს.

ფავორიტები - ეს საკითხი ყველას აღელვებს. ამბობენ, კარგი სტარტი საქმის ნახევარიაო, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. 2010 წლის ესპანეთი, ქვას ქვაზე რომ არ ტოვებდა, ამის კარგი მაგალითი იყო (სასტარტო მატჩში შვეიცარიასთან წააგო). რამდენიმე ქვეყნის ნაკრებმა კარგად დაიწყო, თუმცა მეტოქესაც ხომ გააჩნია? მარცხისგანაც უმოკლეს დროში სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო - ესაა, რაც სტარტზე ხელმოცარულებს სჭირდებათ. ასეთი ლიონელ მესის არგენტინაცაა, რომელიც მაინც მის მხრებზე აკიდებულ გუნდად გამოჩნდა. არადა, ბოლოს თითქოს ასე არ იყო...

Sportall.Ge

როგორც ჩანს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ჯგუფში ჩარჩენის ტრადიცია წარსულს ჩაბარდება. საფრანგეთის ნაკრები ისევ მძლავრი გუნდია, ოლივიე ჟირუ კი ლეგენდარული ტიერი ანრის სანაკრებო გოლების რეკორდს დაეტოლა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ფეხბურთელის გამოჩენას სულ ველით, ამავდროულად კი, თანამედროვე საკლუბო ფეხბურთს ყველა დეტალურად იცნობს. ამის მიუხედავად, მუნდიალი რაღაც ახალს სულ ნიშნავს. შესაძლოა, ასეთი 23 წლის ნიდერლანდელი კოდი გაკპო იყოს. სხვათა შორის, ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, მექსიკელთა ირვინგ ლოსანომ გერმანიას გამარჯვების გოლი რომ გაუტანა და ყველას თავი გააცნო, მაშინ ისიც პსვ-ს ღირსებას იცავდა.

Sportall.Ge

ბუნდესლიგაში მიმოფანტული იაპონელი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი უფრო ძლიერმა გერმანულმა კლუბებმა უნდა გამოთქვან, "ბარსელონას" კრიზისის მიუხედავად კი, 18 წლის გავი მომავლის ვარსკვლავია, პედრისთან ერთად. იქნებ ესპანეთის ნაკრები ისაა, მოულოდნელად ჩემპიონობაზეც რომ გაიწევს. ერთგვარი პარალელი ცოტა ხნის წინ გამართულ ევრობასკეტთანაც შეიძლება, სადაც ამ ქვეყანას ფავორიტებთან ახლოს არავინ ახსენებდა, თუმცა...

ჯერ მხოლოდ დაიწყო, დანარჩენი წინაა...

altდაისჯება თუ არა გერმანია - იაპონიასთან მომხდარი მატჩის წინა ქმედებაზე ფიფას გადაწყვეტილება ცნობილია

altდამლაგებლად მუშაობდა, პარალელურად გუნდს წვრთნიდა - მსოფლიო ჩემპიონატზე კი მისმა ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაროჩე იაპონია ინგლისია ფინალი. ძაან არრეალურობას გავს მაგრამ ეგრე უნდა მოხდეს
ეკვადორი გავა ნახევარფინალში
12:30 24-11-2022
9
ესპანეთი და ხორვატია ჯგუფში ჩამრჩენნი მგონია.
ნახევარფინალში კი: არგენტინა, დანია, ერთი აფრიკული გუნდი(უფრო მაროკო) და ....
ქომაგი
08:43 25-11-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული