გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გერმანიის ნაკრები სენსაციურად იაპონიასთან 1:2 დამარცხდა.

შეხვედრას გერმანიის შსს მინისტრი ნენსი ფეიზერი დაესწრო, რომელიც ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა.

მოგეხსენებათ, ნაკრებების კაპიტნები მუნდიალის მატჩებში ამ სამკლავურით გამოსვლას აპირებდნენ, თუმცა ფიფა სპორტული სანქციებით დაიმუქრა. 

ინფანტინოს მოღვაწეობით აღშფოთებულია "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფიფას ბოსი ფეხბურთს კატასტროფისკენ მიაქანებს:

"ჩვენი საფეხბურთო კავშირი დაგვპირდა, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი OneLove სამკლავურით გამოვიდოდა, რაც არ გააკეთეს, რადგან გამბედაობა არ ეყოთ.

ეს აუცილებელი იყო...
რატომ? - ჯანი ინფანტინო საშინელი კატასტროფაა მსოფლიო ფეხბურთისთვის", - ამბობს ჰიონესი. 

როგორც იცით, ჰანსი ფლიკის გუნდის ფეხბურთელებმა იაპონიასთან მატჩის წინ საერთო ფოტოს გადაღებისას პირზე ხელი აიფარეს.

ეს იყო გზავნილი Fifa-სადმი One Love-ის კაპიტნის სამკლავურის გამოყენების აკრძალვაზე.

Sky News-ის ჟურნალისტის, რობ ჰარისის ინფორმაციით, ფიფა გერმანიის ნაკრების დასჯას არ აპირებს.

altიაპონელმა ფანებმა გერმანიასთან მატჩის შემდეგ სტადიონის ტრიბუნები დაასუფთავეს

altდაისჯება თუ არა გერმანია - იაპონიასთან მომხდარ მატჩისწინა ქმედებაზე ფიფას გადაწყვეტილება ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
გეებთან რო არიან შეეკრულები ამიტომ ვეღარ გაცდნენ ჯგუფს ზედიზედ მეორედ
ნიკო
17:49 24-11-2022
8
ლჯბტ რა მხარდაჭერა ჭირდებათ, მათ მეტი უფლებები აქვთ დანარჩენზე. ნებისმიერი კონფლიქტის ან სამუშაოზე მიღების დროს მათ აქვთ უპირატესობა
გიგი
17:14 24-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული