მიუხედავად ამისა, "ტოტენჰემის" ფორვარდმა სოლიდარობა სხვა ფორმით მაინც გამოხატა.
ის ფოტოგრაფებმა ირანთან შეხვედრის წინ Rolex-ის Rainbow Daytona საათით დააფიქსირეს, რომლის ღირებულებაც 250 000 ფუნტი გახლავთ.
მედიაში უკვე დაიწერა იმის შესახებ, რომ კეინმა ამ ჟესტით მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს ერთგვარი სამაგიეროც კი გადაუხადა.
მოგეხსენებათ, ფიფა და მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა, რადგან კატარში მიმდინარე მუნდიალზე
შეგახსენებთ, Fifa-ს აკრძალვის მიუხედავად, LGBT ადამიანების მიმართ სოლიდარობა გერმანიის შსს მინისტრმაც გამოხატა.
ნენსი ფრეიზერი მუნდიალზე იაპონიასთან თავისი ქვეყნის ნაკრების თამაშს დაესწრო, ჯანი ინფანტინოს გვერდით იჯდა და ცისარტყელა-სამკლავური ეკეთა.