მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში ირანის ნაკრები უელსს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
მთელმა მატჩმა უგოლოდ ჩაიარა. 90+8 წუთზე ირანი რუზბე ჩეშმიმ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი რამინ რეზაეიანმა 90+11 წუთზე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ უელსელები მეორე ნახევარში, 86-ე წუთზე, 10 კაცით დარჩნენ, მთავარმა არბიტრმა მეკარე უეინ ჰენესი უხეშობისთვის გააძევა, რის გამოც აზიის წარმომადგენლებმა უპირატესობა მოიპოვეს და აქტივში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერეს.
ამრიგად, 2 ტურის შემდეგ ირანს 3 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს ამერიკასთან გამართავს, უელსი 1 ქულით მე-4
პოზიციაზეა, იმავე 29 ნოემბერს კი ინგლისს შეხვდება.
დღის შეხვედრები:
17:00 საათი - კატარი - სენეგალი
20:00 საათი - ნიდერლანდები - ეკვადორი
23:00 საათი - ინგლისი - ამერიკა