დრამატული მატჩი! ირანმა უელსს ბოლო წამებზე მოუგო

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში ირანის ნაკრები უელსს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მთელმა მატჩმა უგოლოდ ჩაიარა. 90+8 წუთზე ირანი რუზბე ჩეშმიმ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი რამინ რეზაეიანმა 90+11 წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ უელსელები მეორე ნახევარში, 86-ე წუთზე, 10 კაცით დარჩნენ, მთავარმა არბიტრმა მეკარე უეინ ჰენესი უხეშობისთვის გააძევა, რის გამოც აზიის წარმომადგენლებმა უპირატესობა მოიპოვეს და აქტივში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერეს.

ამრიგად, 2 ტურის შემდეგ ირანს 3 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს ამერიკასთან გამართავს, უელსი 1 ქულით მე-4
პოზიციაზეა, იმავე 29 ნოემბერს კი ინგლისს შეხვდება.

დღის შეხვედრები:

17:00 საათი - კატარი - სენეგალი

20:00 საათი - ნიდერლანდები - ეკვადორი

23:00 საათი - ინგლისი - ამერიკა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მშვენიერი გოლები გაიტანეს ირანელებმა. ალალი იყოს მაგათზე
:)))))))))))
16:42 25-11-2022
2
პრემიერლიგის "დამსახურებაა" უელსის დამარცხება, იქ თამაშის. აბა სადა ხართ პრემიერლიგის მაქებრები?!
ლაშა
19:56 25-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული