მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის სენსაციურად 2:1 ძლევის შემდეგ, საუდის არბეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი და მწვრთნელები მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა პრემიის სახით 2.5 მილიონ ევროთი დააჯილდოვა, თუმცა ამითაც არ დაკმაყოფილდა.
Pubity იტყობინება, რომ გულუხვი მონარქი ყველა ფეხბურთელს ავტომობილ "Rolls-Royce"-თით დაასაჩუქრებს.
26 ნოემბერს, მეორე ტურში საუდის არაბეთი პოლონეთს დაუპირისპირდება და ძნელი სათქმელია, გამარჯვების შემთხვევაში, რა საჩუქარს გაუკეთებს მეფე-ბატონი თავის გუნდს.