
მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის 2:1 დამარცხების შემდეგ საუდის არაბეთში დიდი ზეიმია.
ნამატჩევს საუდის არაბეთის გულშემატკივრები არგენტინელი ფანების მისამართით სკანდირებდნენ: "მესი სადაა? რაღაც არ ჩანს". საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა ხვალინდელი დღე ეროვნულ დღესასწაულად და უქმედ გამოაცხადა. ოთხშაბათს ყველა დაისვენებს, მათ შორის, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
და კიდევ: მეფე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მეფურ საჩუქარს გაუკეთებს - თითოეული მათგანი პრემიის სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. დაიმსახურეს, ბატონო.