სენსაცია - "ჯვაროსნების" მძლეველმა მაროკომ ბელგია დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში მაროკომ, რომელმაც ტურნირის დაწყების წინ საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩში სძლია, ბელგია 2:0 დაამარცხა და F ჯგუფში 4 ქულით გალიდერდა.

როგორც მოსალოდნელი იყო ბელგია თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ბატშუაის გატანა მეკარე მუნირმა არ დაანება. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა, პირველი ტაიმის დასასრულს ზიეშმა საჯარიმოდან კურტუას კარი დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმში ევროპელები ბევრს, თუმცა უსისტემოდ უტევდნენ, გოლები კი ისევ აფრიკელებმა გაიტანეს - ისევ ანალოგიურად საჯარიმოდან, ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი კურტუამ და
ამჯერად მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თავი შეცვლაზე შესულმა „სამპდორიას“ ნახევარმცველმა საბირიმ გამოიჩინა. კომპენსირებულ დროში ბელგიელები აბუხლალმაც დაამწუხრა და მაროკომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ხორვატია და კანადა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. "ტუმამა". 43 738 მაყურებელი
ბელგია - მაროკო 2:0
გოლები: 0:1 საბირი (73), 2:0 აბუხლალი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 25 /
რომ დავწერე მაროკო მშვენიერი გუნდია და ეს შედეგი არ უნდა გაგვიკვირდესთქო - ბევრმა დისლაიქი დამიწერა პოსტზე ))
ilar10N YouTube
19:33 27-11-2022
4
არაფრით არ ამართლებს ეს ჩვენს უსუსურ თამაშს მაროკოსთან
giga
21:00 27-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული