სენსაცია - "ჯვაროსნების" მძლეველმა მაროკომ ბელგია დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში მაროკომ, რომელმაც ტურნირის დაწყების წინ საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩში სძლია, ბელგია 2:0 დაამარცხა და F ჯგუფში 4 ქულით გალიდერდა.

როგორც მოსალოდნელი იყო ბელგია თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ბატშუაის გატანა მეკარე მუნირმა არ დაანება. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა, პირველი ტაიმის დასასრულს ზიეშმა საჯარიმოდან კურტუას კარი დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმში ევროპელები ბევრს, თუმცა უსისტემოდ უტევდნენ, გოლები კი ისევ აფრიკელებმა გაიტანეს - ისევ ანალოგიურად საჯარიმოდან, ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი კურტუამ და
ამჯერად მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თავი შეცვლაზე შესულმა „სამპდორიას“ ნახევარმცველმა საბირიმ გამოიჩინა. კომპენსირებულ დროში ბელგიელები აბუხლალმაც დაამწუხრა და მაროკომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ხორვატია და კანადა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. "ტუმამა". 43 738 მაყურებელი
ბელგია - მაროკო 2:0
გოლები: 0:1 საბირი (73), 2:0 აბუხლალი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 25 /
მაროკოელები,ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული,რომელთაგან ბევრი,მსოფლიოს უძლიერეს ლიგებში თამაშობენ.ისინი ჩვენზე მაღალი კლასისები არიან და მათთან ჩვენი წაგება,სრულიად მოსალოდნელი იყო.ისინი ხომ ფორმის პიკთან არიან მიახლოებულნი,ჩვენი ფეხბურთელები კი,სამი დღით შეიკრიბნენ,მხოლოდ თან გუნდისათვის სახის მიმცემი არ გვყავდა.ეს ყველაფერი ერთია,მაგრამ ეს პოსტი ამის გულისათვის არ დამიწყია და აი რისი თქმა მინდა.ლაზარე კუპატაძემ,კუთხურიდან გაუშვა ბურთი და ერთი ორი სხვა შეცდომის დამატებით,მისგან ქვეყნის დამაქცევარი დავხატეთ.ნაკრების მეკარე,დღემდე უგუნდოდაა დარჩენილი.გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები?თითქოს არა,მაგრამ ისე ადვილად ვიმეტებთ ყოველ მათგანს,პირველივე ფეხის გადაბრუნების შემდეგ,რომ ამაში ეჭვი მეპარება.აგერ კურტუამ,სულაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვა,თითქმის კუპატაძის მიერ გაშვებულის ანალოგიური გოლი და ვნახოთ,გააგდებენ თუ არა გუნდიდან,კლუბი და ნაკრები.აქ ხომ გაცილებით მაღალია ფსონები.იმისი თქმა მინდა,რომ ძალიან ადვილად ვიმეტებთ დამცირებისა და გინებისათვის ჩვენ ბიჭებს.მოაშორეთ დვალიშვილი,მოაშორეთ ქვილითაია,მოაშორეთ კვირკველია,გრიგალავა,ჩაკვეტაძე,ლორია,სანიოლიც უქნარა და უტვინო ყოფილა....სიის გაგრძელება, კიდევ კარგა შორს შეიძლება.ვინღა რჩება ნაკრებში?კვარა და მამარდა?აგერ მამარდასაც გაუტანეს,გოლი ცენტრიდან და კიდევ ერთის შემთხვევაში,ალბათ მასაც დავუმატებთ ამ სიას,შარშან კვარა რა დღეში გამოვატარეთ,აღარც მაგაზე გვსურს ლაპარაკი,მაგრამ მას ხომ ახსოვს?ამ ბიჭებს,ყველას ხომ ახსოვს,ის დასახურებული თუ დაუმსახურებელი შეურაცხყოფა?ან ადამიანის გინება,როგორ შეიძლება დამსახურებული იყოს,თუ მართლაც საშინელება არ ჩაიდინა?!კი,არ არიან ვარსკვლავები,მაგრამ ჩვენც არავინ ვართ რაიმეში საუკეთესოები და ჩვენც რომ ყველამ გვაგინოს და დაგვცინოს,როგორ მიიღებდით?თქვენი თავები წარმოიდგინეთ მათ ადგილზე.დამცირებაზე ვლაპარაკობ,თორემ კრიტიკას ისინიც მოუსმენენ და მიღებენ.ჩვენ,სამწუხაროდ,ამ ორ ცნებას შორის სხვაობას ვერ ვამჩნევთ და ერთიდან მეორეშე გადავდივართ.
სოსო
28 ნოემბერი 2022 12:36
0
საქატველოს ნაკები ესეტ გუნდებტან ვერ იტამასებს იმიტო როსაქატველოს არ ყავს იმ დონის ნაკრები
pepe
28 ნოემბერი 2022 10:35
2
სად გადავრსიტ რო ატიტ ნული არ წავაგეტ წამოიდგინტ რა დონეზე ვატ
aron
28 ნოემბერი 2022 10:30
1
ჩვენ რომ ძირითადის ექვსი ფეხბურთელი გვყოლოდა ნამდვილად არ წავაგებდით მაროკოსთან. ასე რომ ნაკრებში ყველაფერი კარგადაა და არ გვინდა აბსოლიტური პესიმიზმი. ლაფსუსებს მიეხედება. უბრალოდ მაროკოსთან სასურველი იყო მონდომება ან ძირითადის ფეხბურთელები მაინც რომ გვყოლოდა და ჩვენი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაიზრდებოდა, მაგრამ არაუშავს, ნაკლოვანებებზე მუშაობაა საჭირო და სტაფი ამას გააკეთებს. ჩვენი ნაკრები ისტორიულად ყველაზე საუკეთესო ფორმაშია და სტატისტიკა აღნიშნულს მეტყველებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპაზე გავალთ და ჩვენი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაათმაგდება!
ლაშა
28 ნოემბერი 2022 18:23
0
...და ბელგია მსოფლიო რეიტინგში მეორეა!
ლაშა
28 ნოემბერი 2022 01:51
0
ბაციკაძე გაიტანეთ! გააგებინეთ ვინმემ, რომ რაც თავში აზრი მოგდის ყველაფრის თქმა აუცილებელი არაა..რამდენ ბაზრობს!!!!
Zviads
27 ნოემბერი 2022 23:23
2
აუუ ტვინს ღუნავენ ამ სტატისტიკებით.თამაშზე ისაუბრეთ თამაშზე და მის მიმდინარობაზეთქო ასე უნდა ვუთხრათ თუ ვერ ხვდებიან თვითონ.
I
27 ნოემბერი 2022 23:49
1
ე ბიჭო რატომაა სენსაცია?მაროკოს ყავს საკმაოდ ძლიერი ნაკრები.სენსაცია იყო საუდის არაბეთის მოგება და იაპონიის კიდევ.
გეგი
27 ნოემბერი 2022 23:05
1
დღეს საქართველოს ნაკრების სრული რეაბილიტაცია მოხდა! ბრავო მაროკოს, ბრავო! რეაქტიულები არიან მაროკოელი ფეხბურთელები! დღეს საფრანგეთი თუ რაიმეს წარმოადგენს სწორედ აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელები ქმნიან ამინდს და საფრანგეთის საფეხბურთო სახეს! ძალიან ვგულშემატკივრობ მაროკოს! არ მინდა უმედლოდ დარცნენ! დროა აფრიკამ პელეს და კლიუვერტის, როჯე მილას, ზიდანის და ბენზემას სამშობლომ თავისი კუთვნილი ადგილი მოიპოვოს მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში!



Ответить
aburjga
27 ნოემბერი 2022 22:09
14
ბენზემაა ვინაა პელეების და ზიდანების გვერდით რომ იხსენიებ
Zidani
27 ნოემბერი 2022 23:35
1
ამ ხალხის გამკვირვებია. მაროკომ ჩვენ მოგვიგო და ბელგიას რა უზამდა. )))
ჰაჰა
27 ნოემბერი 2022 21:47
3
არავითარი სენსაცია! მშვენიერი ნაკრებია მაროკო.კარგ შეკრულ გუნდს ბევრჯერ გადაუტეხია რეიტინგი მუხლზე.
ავჭალიდან
27 ნოემბერი 2022 21:04
2
ღვთით ყველა ლომი მწყობრში გვყავდეს ძმებო და საქართველოს ნაკრები ბევრ ნაკრებს დაამახსოვრებს თავს!
ერი
27 ნოემბერი 2022 21:00
4

სიახლეები პოპულარული