აბუბაკარის ბრწყინვალე გოლი - კამერუნი სერბეთს უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, G ჯგუფში, ერთმანეთს სერბეთი და კამერუნი დაუპირისპირდნენ, მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. უპირატესობას თავდაპირველად სერბები დაეუფლნენ, თუმცა 29-ე წუთზე ჟან შარლ-კასტელეტომ ანგარიში გახსნა და 2014 წლის შემდეგ კამერუნის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.

დრაგან სტოიაკოვიჩის გუნდმა შეტევები განაგრძო, 45(+1) წუთზე დუშან ტადიჩის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სტრაინია პავლოვიჩის გოლი მოჰყვა, 2 წუთში კი სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩმა საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით სერბეთის ნაკრები წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში მიტროვიჩმა ლამაზი კომბინაციის შედეგად მეტოქესთან სხვაობა გაზარდა. აფრიკელები გააქტიურდნენ.
ცვლილებაზე ახლად შემოსული ვინსენტ აბუბაკარი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ოსტატურად იმოქმედა და მილენკოვიჩ-სავიჩს ბურთი თავზე გადაუგდო, 2 წუთში კი გოლს საგოლე პასიც მიამატა და ჩუპო მოტინგმა ანგარიში გაათანაბრა.

ჯგუფში ბოლო ტური 2 დეკემბერს გაიმართება. სერბეთი შვეიცარიას, კამერუნი კი ბრაზილიას დაუპირისპირდება.

ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სთედიუმი". 39 789 მაყურებელი
კამერუნი - სერბეთი 3:3
გოლები: 1:0 კასტელეტო (29), 1:1 პავლოვიჩი (45+1), 1:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (45+3), 1:3 მიტროვიჩი (53), 2:3 აბუბაკარი (64), 3:3 ჩუპო-მოტინგი (66)

altგერმანია-ესპანეთი 1:1 - ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა [VIDEO]
altხორვატია-კანადა 4:1 - და ვინ დარჩა გაუპატიურებული? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ბრწყინვალე გოლი ორი გოლი აშკარა თამაშგარე იყო
NIGHT
19:55 28-11-2022
4

სიახლეები პოპულარული