თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს დაუბრუნდეს, - იტყობინება Onda Madrid-ი.
"ოქროს ბურთის" მფლობელმა ტურნირი ტრავმის გამო დატოვა, მაგრამ აღდგენას ნავარაუდევზე სწრაფად ახერხებს, ამ კვირაში ვარჯიშსაც დაიწყებს და არაა გამორიცხული, კატარში ჩავიდეს.
ის საფრანგეთის ეროვნული გუნდის განაცხადიდან არ გაუყვანიათ და თამაში უპრობლემოდ შეუძლია. გადაწყვეტილებას მწვრთნელი დიდიე დეშამი მიიღებს.
ბენზემამ რომც არ ითამაშოს, თუ საფრანგეთმა ჩემპიონატზე გაიმარჯვა, როგორც გუნდის წევრი, ის მედალს მიიღებს.