ბრაზილია შეუჩერებელია - ნეიმარის გარეშე მოიგო და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, G ჯგუფში, ბრაზილიამ ტრავმირებული ნეიმარის გარეშე შვეიცარია 1:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ვადამდე გაინაღდა.

პირველ ტაიმში „სელესაო“ განსაკუთრებულ უპირატესობას ვერ ფლობდა, შვეიცარია თავს უნარიანად იცავდა და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. პირველი მომენტი მხოლოდ 27-ე წუთზე შეიქმნა - რაფინიამ საჯარიმოში ვინისიუსი კარგად მოძებნა, მაგრამ მან უხეიროდ დაარტყა და ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია.

მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან ბრაზილიამ უფრო სახიფათოდ შეუტია. ვინისიუსის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 83-ე წუთზე კი კაზემირომ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"პენტაკამპეონებმა" პირველ
ორ ტურში მეტოქეებს კარში ბურთი არ დაარტყმევინეს და მეცხრედ გავიდნენ პლეი-ოფში.

ამ ჯგუფს 6 ქულით ბრაზილია ლიდერობს, შვეიცარია 3 ქულით მეორე ადგილზეა, თითო-თითო ქულა კი კამერუნსა და სერბეთს აქვთ.

ჯგუფში ბოლო ტური 2 დეკემბერს გაიმართება: ბრაზილია კამერუნს, შვეიცარია კი სერბეთს დაუპირისპირდება.

დოჰა. "სტადიუმ 974". 43 649 მაყურებელი

ბრაზილია - შვეიცარია 1:0
გოლი: კაზემირო (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
1 გოლს რომ გაიტან გაჭირვებით 83-ე წუთზე მაგას შეუჩერებელი ჰქვია?
nika
22:22 28-11-2022
7
ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი ნაკრებია.ორი თამაში ბურთი კარში არ დაარტყმევინა.ალისონს ჰქონდა გამოტანისას პრობლემა,უკეთესი იქნება თუ ედერსონი დადგება.
იკა
22:26 28-11-2022
0

სიახლეები პოპულარული