მერვედფინალში ნიდერლანდები და სენეგალი იასპარეზებენ.
ნიდერლანდებმა მასპინძელ კატარს 2:0 სძლია და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. პირველად ისტორიაში, მასპინძელმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულა.
გაკპომ მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა, სულ კი ამ სეზონში მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდსა და პსვ-ში 29 მატჩში 17 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.
სენეგალმა ეკვადორს აჯობა, 2:1 მოუგო, ჯგუფში მეორე ადგილზე და პლეი-ოფში ისტორიაში მეორედ გავიდა - პირველად
ეს 2002 წელს მოახერხა, როდესაც მეოთხედფინალშიც გააღწია და თურქეთთან 0:1 დამარცხდა.
ალ ჰორი. "ალ ბაითი". 66 784 მაყურებელი
ნიდერლანდები - კატარი 2:0
გოლები: 1:0 გაკპო (26), 2:0 დე იონგი (49)
ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 569 მაყურებელი
ეკვადორი - სენეგალი 1:2
გოლები: 0:1 სარი (44, პენ), 1:1 კაისედო (67), 1:2 კულიბალი (70)