კანელო მიხვდა (თუ მიახვედრეს), რომ შეცდა და მესის ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთზე უფრო მეტი ყურადღება სკანდალებსა და შეკვეთილ და დაფინანსებულ პოლიტიკურ ინსინუაციებს ეთმობა. თუმცა კრივში 4 სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, 32 წლის მექსიკელი საულ ალვარეს კანელო მართლაც აღშფოთდა იმის გამო, რომ არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების მატჩის შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლეო მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა.

კანელომ "ტვიტერზე" დაწერა: "ნახეთ, როგორ გაწმინდა იატაკი მესიმ ჩვენი მაისურით და დროშით? ღმერთს ევედროს, რომ მას არ გადავეყარო".

სენსაციების მოყვარულებმა კი გაიხარეს და ლამის
მუნდიალის მთავარ თემად აქციეს, მაგრამ მოკრივე მიხვდა (თუ მიახვედრეს), რომ მართალი არ იყო და პლეი-ოფის დაწყებამდე არგენტინელს ბოდიში მოუხადა.

"ბოლო დღეებში მე ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო საკუთარ თავს არ ვგავდი და შეუსაბამო კომენტარები გამოვაქვეყნე. ამიტომ მინდა მესისა და არგენტინელებს ბოდიში მოვუხადო.

ჩვენ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ და ახლა ჩემი ჯერი დადგა.

მე დღევანდელ მატჩებში ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ბოლომდე მექსიკას ვუგულშემტკივრებთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენი ბოდიალის გამო, მესიმ პოლონეთი გაიტანა ნახევარფინალში, თორემ მესამესაც შეუგდებდა და მეოთხესაც, დაჩმორებულ პოლონეთს.
მალხაზ ჯობავა
09:16 01-12-2022
11
ამიტომაა ის ფრაზა უკვდავი, მიმინოდან: სნაჩალა პადუმაი, პატომ გავარი...
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული