გუშინ, 30 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე, C ჯგუფის მე-3 ტურში, მექსიკამ საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა და 1990 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს პლეი-ოფში.
თავის მხრივ, არაბეთის გუნდს კარგი შანსი ჰქონდა ჯგუფური ეტაპი გადაელახა, თუმცა "ალბისელესტესთან" გამარჯვების შემდეგ 2-ივე მატჩი დათმეს და 3 ქულით ჯგუფში ჩარჩნენ.
რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირია, რომელზე მონაწილეობაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ამიტომაც წაგება ან გათამაშების ნაადრევად დატოვება ყოველთვის მძიმე მისაღებია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე მოედანზე მყოფი სპორტსმენისთვის.
გთავაზობთ ფოტოგალერეას მექსიკისა და
საუდის არაბეთის მატჩიდან, ორი გუნდი, რომლებსაც კონკრეტული ნიშნულით გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა პლეი-ოფის საგზური მოეპოვებინათ, თუმცა იღბალი პოლონეთის მხარეს აღმოჩნდა...