მოგეხსენებათ, მექსიკასთან მატჩის შემდეგ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ "ალბისელესტეს" კაპიტანმა მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა.
ამ ფაქტს ცნობილი მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი გამოეხმაურა, რომელიც ლეოს დაემუქრა, გუშინ კი თქვა, რომ შეუსაბამო კომენტარები გამოაქვეყნა, რის გამოც მესისა და არგენტინელებს ბოდიშს უხდის.
თავად ლეგენდარული არგენტინელიც არ თვლის, რომ საქმე საბოდიშოდ აქვს... აი, რა თქვა მან პოლონეთთან ნამატჩევს:
"ეს გაუგებრობა იყო. ვინც
საბოდიშო არაფერი მაქვს, რადგან მექსიკის ნაკრების მაისურისა და ხალხის მიმართ უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია", - თქვა ლეომ.
კანელო მიხვდა (თუ მიახვედრეს), რომ შეცდა და მესის ბოდიში მოუხადა