"საბოდიშო არაფერი მაქვს, რადგან..." - მესი მექსიკის ნაკრების მაისურზე მომხდარ ცნობილ ამბავს გამოეხმაურა

AutoSharing Option
მუნდიალის 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ არგენტინისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ბოლო დროს ცნობილ და ერთ-ერთ მთავარ თემაზე გააკეთა კომენტარი.

მოგეხსენებათ, მექსიკასთან მატჩის შემდეგ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ "ალბისელესტეს" კაპიტანმა მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა.

ამ ფაქტს ცნობილი მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი გამოეხმაურა, რომელიც ლეოს დაემუქრა, გუშინ კი თქვა, რომ შეუსაბამო კომენტარები გამოაქვეყნა, რის გამოც მესისა და არგენტინელებს ბოდიშს უხდის.

თავად ლეგენდარული არგენტინელიც არ თვლის, რომ საქმე საბოდიშოდ აქვს... აი, რა თქვა მან პოლონეთთან ნამატჩევს:

"ეს გაუგებრობა იყო. ვინც
მიცნობს, დაადასტურებს, რომ ჩემი მხრიდან არანაირ უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია.

საბოდიშო არაფერი მაქვს, რადგან მექსიკის ნაკრების მაისურისა და ხალხის მიმართ უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია", - თქვა ლეომ.

altკანელო მიხვდა (თუ მიახვედრეს), რომ შეცდა და მესის ბოდიში მოუხადა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული