პოლონელთა მწვრთნელი: ფინალამდე ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონ

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრები ძლივს გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, მაგრამ მისი მწვრთნელი ჩესლავ მიხნევიჩი საფრანგეთთან შეხვედრის წინ მთლად უიმედოდ არ არის.

"ჩვენი მომავალი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ძლიერია. ფრანგები ჩემპიონები არიან, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენი მთავარი ამოცანა მათთვის პრობლემების შექმნაა.

ყველა საფრანგეთისა და ბრაზილიის ფინალზე ოცნებობს, მაგრამ ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონ", - განუცხადა მიხნევიჩმა "ეკიპს".

პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების მერვედფინალური დაპირისპირება 4 დეკემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კანადაც ემუქრებოდა ხორვატიას
w
02 დეკემბერი 2022 10:12
0
კარგ დროს მოგისწროთ ომმა და მსოფლიოს საგზური პირდაპირ გაჩუქეს თორემ "ოკუპანტები" თან მოსკოვში პლეიოფში ამათ უდიდესი ალბათობით ყატარის მაგივრად ვარშავაში გაუშვებდა.
Fyore
02 დეკემბერი 2022 02:51
15
ვაი შეს პატრონს
ფეოლა
02 დეკემბერი 2022 01:21
3
გუნდში გყავდეს ლევანდოვსკი,მილიკი,ზელინსკი და გოლი კი არა,კარში დარტყმა გენატრებოდეს...ამას ხომ მოხერხება უნდა და ამას პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი ახერხებს.სამაგიეროდ ენას კარგად აქნევს.შჩესნი არ ჰყოლოდა და მერე ეკითხა ანგარიში,არგენტინასთან.იქნებ არგენტინელებივით,ამათაც გაიღვიძონ,მაგრამ საფრანგეთზე ქადილი,მაგ შემთხვევაშიც კი,ნამეტანი უნდა იყოს.
სოსო
01 დეკემბერი 2022 23:12
3
გაგაცამტვერებენ ფრანგები თქვე ანტიფეხბურთის მოთამაშეებო PP
zura222
01 დეკემბერი 2022 22:40
4
ისეთი ქარაცუქა და უღიმღამო სტილით, როგორითაც თქვენ თამაშობთ,ეს შედეგი მაქსიმუმია. მექსიკის ბედოვლათობას რა ვუთხარი, თორემ დღეს უკვე სახლში იქნებოდით
: )))))))
01 დეკემბერი 2022 22:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული