პოლონელთა მწვრთნელი: ფინალამდე ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონ

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრები ძლივს გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, მაგრამ მისი მწვრთნელი ჩესლავ მიხნევიჩი საფრანგეთთან შეხვედრის წინ მთლად უიმედოდ არ არის.

"ჩვენი მომავალი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ძლიერია. ფრანგები ჩემპიონები არიან, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენი მთავარი ამოცანა მათთვის პრობლემების შექმნაა.

ყველა საფრანგეთისა და ბრაზილიის ფინალზე ოცნებობს, მაგრამ ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონ", - განუცხადა მიხნევიჩმა "ეკიპს".

პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების მერვედფინალური დაპირისპირება 4 დეკემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კანადაც ემუქრებოდა ხორვატიას
0
კარგ დროს მოგისწროთ ომმა და მსოფლიოს საგზური პირდაპირ გაჩუქეს თორემ "ოკუპანტები" თან მოსკოვში პლეიოფში ამათ უდიდესი ალბათობით ყატარის მაგივრად ვარშავაში გაუშვებდა.
Fyore
02:51 02-12-2022
15

სიახლეები პოპულარული