გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა თავისი გუნდის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნაზე გააკეთა კომენტარი.
"ესპანეთის მატჩში ასეთ შედეგს არ ველოდით, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. იაპონიის და ესპანეთის დასამარცხებლად საკმაო შესაძლებლობა გვქონდა.
კოსტა-რიკამ პლეი-ოფში გასვლის შანსი მოგვცა, მაგრამ ამით ვერ ვისარგებლეთ. კარგია, რომ თამაში შემოვატრიალეთ. ჩვენნაირი ოსტატობის მქონე გუნდს არ აქვს იაპონიასთან წაგების უფლება. სახლში დამსახურებულად მივემგზავრებით", - განუცხადა ჰავერცმა გერმანიის ფეხბურთის კავშირის საიტს.