"კარგი ხარ, ლუკაკუ!" - რაკიტიჩმა რომელუს დასცინა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურში ბელგიას შეეძლო ხორვატია დაემარცხებინა და პლეი-ოფში გასულიყო, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა რომელუ ლუკაკუმ ოთხი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა, მატჩი 0:0 დასრულდა, მისი გუნდი ჯგუფში ჩარჩა, ხოლო მეტოქემ გათამაშების შემდეგ ეტაპზე გააღწია.

ლუკაკუ ტურნირზე ერთ ტაიმში ხელიდან გაშვებული მომენტების მიხედვით ანტირეკორდსმენი და ბელგიელთა წარუმატებლობის სიმბოლო გახდა.

ხორვატიის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ივან რაკოტიჩმა განაცხადა, რომ მას მათგან "ჯილდო" ეკუთვნის: "კარგი ხარ, ლუკაკუ! სპლიტში ერთთვიანი შვებულება ჩვენი ხარჯით უნდა მოვუწყოთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაკიტიჩს ღირსება არ გააჩნია
ქიტესა
02 დეკემბერი 2022 22:15
3
ყველა ასე ჩ---ლი ივლის ვინც, იმ უსახურ გუნდში გადავა რასაც ინტერი ქვია.დდდ
მილანის ფანი
02 დეკემბერი 2022 21:29
2
დაცინვას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ უამრავ გულშემატკივარს მიუღებლად მიაჩნდა მსოფლიო რეიტინგში ბელგიის ლიდერის რანგში ყოფნა, ხოლო ამჟამად მეორე ადგილზე დამკვიდრება. რომელი ოქროს თაობა, რა ღირებული შექმნეს, ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ერთა ლიგა თუ მსოფლიო? - ვერაფერი!
პრიზიორები მაინც გამხდარიყვნენ!...
ლაშა
02 დეკემბერი 2022 20:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული