მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურში ბელგიას შეეძლო ხორვატია დაემარცხებინა და პლეი-ოფში გასულიყო, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა რომელუ ლუკაკუმ ოთხი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა, მატჩი 0:0 დასრულდა, მისი გუნდი ჯგუფში ჩარჩა, ხოლო მეტოქემ გათამაშების შემდეგ ეტაპზე გააღწია.
ლუკაკუ ტურნირზე ერთ ტაიმში ხელიდან გაშვებული მომენტების მიხედვით ანტირეკორდსმენი და ბელგიელთა წარუმატებლობის სიმბოლო გახდა.
ხორვატიის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ივან რაკოტიჩმა განაცხადა, რომ მას მათგან "ჯილდო" ეკუთვნის: "კარგი ხარ, ლუკაკუ! სპლიტში ერთთვიანი შვებულება ჩვენი ხარჯით უნდა მოვუწყოთ".
პრიზიორები მაინც გამხდარიყვნენ!...