"ურუგვაის პენალტი წაართვეს" - BBC-ის ექსპერტები გუშინდელ მატჩზე

AutoSharing Option
გუშინ, 2 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ურუგვაის ნაკრებმა განას 2:0 სძლია, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 1 გოლი დააკლდათ.

მატჩის დამატებულ დროში განელთა მცველმა ალიდუ სეიდუმ ედინსონ კავანი წააქცია, თუმცა შეხვედრის გერმანელმა არბიტრმა დანიელ ზიბერტმა პენალტი არ დანიშნა, მომენტი VAR-ის საშუალებითაც გადამოწმდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

მატჩის შემდეგ BBC-ის ექსპერტებმა ალან შირერმა და რიო ფერდინანდმა ისაუბრეს, მათი აზრით ამ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

"ეს უდავოდ თერთმეტმეტრიანია, სეიდუმ კავანის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია" - აღნიშნა შირერმა.

"ამ მომენტში
კონტაქტი აშკარად იყო, ვფიქრობ, პენალტი უნდა დანიშნულიყო" - განაცხადა ფერდინანდმა.

საკამათო ეპიზოდის შესახებ კომენტარი "პარი სენ ჟერმენისა" და "ტოტენჰემის ყოფილმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომაც გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს თერთმეტმეტრიანია, ფორვარდმა ჭკვიანურად იმოქმედა, როდესაც დაელოდა, თუ როდის დაარღვევდა წესებს მის წინააღმდეგ მეტოქე.

შეგახსენებთ, H ჯგუფიდან მერვედფინალში პორტუგალიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები გავიდნენ.

altისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
წართმევა ინგლისს რომ უქნეს, ეგ იყო. მაგუაიერს ისეთი სარაგბო ბოჭვა გაუკეთეს, მგონი იქაც ყვითელს მისცემდნენ . არგენტინას ცაცუნზე დაუნიშნეს , იაპონიის გადასულზე აღარაფერს ვამბობ. ვარი კი არა, ვაია ეგ. როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ
: )))))))
16:07 03-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული