არგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინამ ავსტრალია 2:1 დაამარცხა.

მოლოდინისამებრ ინიციატივას „ალბისელესტე“ ფლობდა, პირველ ტაიმში სწრაფად არ უტევდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, თამაში მთლად ლამაზი სანახავი არ იყო და მესიმ მაინც დააწინაურა თავისი გუნდი - მუნდიალებზე ოცდამესამე მატჩში მეცხრედ, პლეი-ოფში კი პირველად გაიტანა.

მეორე ტაიმი უფრო თვალსასეირო გამოვიდა: ვერცხლისქვეყნელები მშვიდად ელოდნენ მეტოქის შეცდომას და 57-ე წუთზე მეკარე რაიანმა დე პაულის აქტიურობის შედეგად ეს შეცდომა დაუშვა კიდეც, რითაც ალვარესმა ისარგებლა და გაიტანა. მწვანე კონტიტენტის წარმომადგენლები გოლის გამტანები არ ჩანდნენ, მაგრამ შორიდან გუდვინის დარტყმული ბურთი
ფერნანდესს მოხვდა და რიკოშეტით ე. მარტინესის კარში აღმოჩნდა. მერე ბეჰიჩმა სლალომით შეირბინა არგენტინელთა საჯარიმოში და ბოლო მომენტში მცველმა ლ. მარტინესმა დაუბლოკა დარტყმა. შეხვედრის დასასრულს სამხრეთამერიკელებმა რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან და კინაღამ დაისაჯნენ - ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ახლო მანძილიდან კოულს მეკარემ არ გაატანინა და მატჩიც დასრულდა.

9 დეკემბერს არგენტინა მეოთხდფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

- არგენტინა ბოლო ხუთი მუნდიალიდან მეოთხედ გავიდა მეოთხედფინალში.
- მესიმ კარიერაში მეათასე მატჩი ჩაატარა (778 ბარსელონაში, 53 პსჟ-ში, 169 ნაკრებში - 789 გოლი და 338 საგოლე გადაცემა).

ალ რაიანი. "ახმად ბინ ალი". 45 032 მაყურებელი
არგენტინა - ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 მესი (39), 2:0 ალვარესი (57), 1:2 ფერნანდესი (77, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბოლოს როგორ გადარჩნენ ეს საცოდავები! 9 დეკემბერს დამთავრდება მათი ანტიფეხბურთი ნიდერლანდებთან! არადა მთელი საქართველო ქომაგობს არგენტინას მესის გამო. რა ქნას ერთმა კაცმა, მითუმეტეს გვერდით ლაუტარო რომ გეყოლება
დავით 67
02:52 04-12-2022
17
ავსტრალიას კი სძლია მაგრამ საჩემპიონო თამაში არ უნახებია,ჰოლანდიამ უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, თან მეტოქეც შედარებით ძლიერი იყო ვიდრე ავსტრალიაა. ვნახოთ, ვნახოთ
მამუკა
01:12 04-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული