განიხილება 3 ვარიანტი - რა ფორმატით შეიძლება ჩატარდეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

AutoSharing Option
ფიფა 2026 წლის მუნდიალის ჩატარებისთვის 3 ფორმატს განიხილავს. მოგეხსენებათ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 16-ით გაიზრდება და 48-ს შეადგენს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს შემდეგი ვარიანტები აქვს:

1) 16 ჯგუფი თითოეულში 3 გუნდი, საიდანაც 2 საუკეთესო პლეი-ოფში გავა
2) 12 ჯგუფი 4 გუნდი. პლეი-ოფში გადის 2 გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსნები
3) ნაკრებები დაიყოფიან 2 24-გუნდიან ნაწილად, თითოეულში იქნება 6 ჯგუფი 4 გუნდით, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული კი პლეი-ოფში გავა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და
მექსიკაში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მე ვფიქრობ ევროპალიგის ფორმატის მსგავსი იქნება სწორი გამოსავალი 12 ჯგუფი, 8 საუკეთესო პირველადგილოსანი გადის პირდაპირ მერვედფინალში, 4 პირველადგილოსანი და 12 მეორეადგილოსანი გადიან მეთექვსმეტედფინალში. ჯგუფში უმოტივაციო თამაში არ იქნება და საფრანგეთი-ტუნისი ან ბრაზილია კამერუნი აღარ მოხდება, თითო ბურთს ექნება არათუ ქულას მნიშვნელობა, როცა ჯგუფის უბრალო პირველი ადგილიც არ იძლევა პირდაპირ მერვედფინალის საგზურს, პლეიოფის კენჭისყრაც ჯგუფში ნაჩვენები შედეგების რეიტინგებით განთესვის სისტემით უნდა მოხდეს და არა წინასწარ განსაზღვრული გზით, რაც გუნდებს თამაშების მანიპულირების საშუალებას აძლევდა (ესპანეთი-იაპონია მაგალითად). ვინ გწითვალისწინებს ჩემს აზრს, თორემ ალბათ ეს აღმოფხრავდა ბევრ მანიპულაციას და ჯგუფური ეტაპიც ძალების დაზოგვის გარეშე და უმოტივაციო თამაშების გარეშე ჩაივლიდა!
თორნკე
11:05 11-12-2022
0
გასაგებია, ფიფა კომერციულ მიზნებს ემსახურება, ამას რომ ფეხბურთი ეწირება, არავის აინტერესებს. ყველაზე ოპტიმალური 82 წლის ჩემპიონატი იყო თავისი გათამაშების სისტემით, უფრო ახასავდა გუნდების თანაფარდობას.
მერაბი
14:02 08-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული