ჟირუ ყველაზე ხანდაზმულთა რიგებს შეუერთდა, მაგრამ ეტყობა კი ასაკი?!

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალის მერვედფინალში პოლონეთი 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩში პირველი გოლი "მილანის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ამ დროს ის 36 წლისა და 65 დღის გახლდათ.

"მამლების" ფორვარდი გახდა მე-4 ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში შეაგდო.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი კი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ მუნდიალზე გოლი გაიტანა, კამერუნელი როჟე მილა გახლავთ (38 წელი, 34 დღე, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი).

მეორეზე შვედი გუნარ გრინია (37 წელი, 236 დღე, 1958 წლის მუნდიალი), მესამე პოზიციას კი ურუგვაელი ობდულიო
ვარელა იკავებს (36 წელი, 269 დღე, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატი).
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტატიის სათაური ზუსტად იმათ ეხმიანება, ვინცც ყოველ წუთსს, ასაკებს ახსენებენ. შეიძლება 20-წლის იყო, მაგრამ სირბილიც კი გეზარებოდეს, ან პირიქით ასაკი გქონდეს, მაგრამ ამ 20-წლის ფეხბურთელს ყველა კომპონენტში აჯობო და გადაუჯოკრო! ისე, რომ 21-ეე საუკუნეში აღარაფერი უნდა გვიკვირდეს!
თემო
17:20 05-12-2022
0

სიახლეები პოპულარული