აშრაფ ჰაკიმი: ესპანეთს მაროკოსი უნდა ეშინოდეს

AutoSharing Option
მადრიდში დაბადებულმა მაროკოს ნაკრების 24 წლის მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ "მარკასთან" ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთთან მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა:

"ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ბაზაზე ორი დღე ვიყავი და მივხვდი, ეს ჩემი ადგილი არ იყო, თავს ისე ვერ ვგრძნობდი, როგორც სახლში. იქ არ იყო ის, რასაც სახლში მივეჩვიე, ის, რაც მაროკოული კულტურის ნაწილს წარმოადგენს. მინდოდა მაროკოს ნაკრებში მეთამაშა.
ესპანეთის ეროვნული გუნდი კლასით ამ ტურნირზე ტოპ 5-ეულშია. მათთან დაპირისპირება გველის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ. შევეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ჯგუფში პირველი ადგილი
დავიკავეთ და ცოტა პატივისცემა დავიმსახურეთ. დარწმუნებული ვარ, ესპანეთს ეს ესმის და ცოტა უნდა ეშინოდეს. მართლა, მათ ჩვენი უნდა ეშინოდეთ.

მაროკოს ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს, რასაც ვაღწევთ კიდეც - რომ არაბულ გუნდებს დიადი საქმეების კეთება შეუძლიათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, განსაკუთრებით, მსოფლიო ჩემპიონატზე.

აფრიკულ ნაკრებებს ცოტა ნაკლებად აფასებენ. აფრიკაში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებენ და შექებას იმისათვის, რასაც მიაღწიეს. მიხარია, რომ აფრიკულმა გუნდებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ვინაიდან ეს კარს მათ გაუღებს, ვინც უკან იყო. ახლა ჩვენ კარს სხვებს გავუღებთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესპანეთს დიდი გმირული და პატრიოტული სული აქვს, ნაკრებში მაგარი ვაჟკაცი ბიჭები ყავთ მაგ სიტყვებს არ შეარჩენენ. ესპანეთზე რომ იტყვი ეშინოდესო რეალობას მოწყვეტილი განცხადებაა და უპატივცემლობაა ნამდვილად. მეორეც, ესპანეთი ლეგენდარული ნაკრებია რომელმაც ეპოქა შექმნა ისეთი რომელსაც ვერავინ გაიმეორებს, და შენ ვინა ხარ რა გაგიკეთებია? რა პრეტენზიები გაქვს, ესპანეთზე ასე ლაპარაკს არ უნდა ბედავდეს.
Sergio Ramos. #4
01:38 06-12-2022
17
ვაჟკაცმა ბიჭებმა სუნი რატომ დააყენეს?!უნდა ეშინოდეს,მომავალშიც უნდა ეშინოდეს იმიტომ რომ ტიკი-ტაკა სრული მარაზმია და ყვ ერ ებიანი ბიჭები მუდამ გაუყრიან....საღოლ მაროკო,საღოლ ბავარია,ისევ სუნიანი გვარდი მიხვდი რამეს,შენი სტილი ეს ანტიფეხბურთია
ნიკო
22:11 06-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული