"შევხვდებით, მამიკო!" - მოდრიჩისა და როდრიგოს მეგობრობის ამბავი, როცა თანაგუნდელი მამის ტოლია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა როდრიგო გოესმა Twitter-ზე ლუკა მოდრიჩთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "შევხვდებით, მამიკო".

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, 2022 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში როდრიგოს ბრაზილია მოდრიჩის ხორვატიას დაუპირისპირდება. ამ ფოტოს კი დიდი ისტორია აქვს, რომელიც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე ხნის წინათ Players Tribune-ს გაუმხილა.

ირკვევა, რომ გოეშს ძალიან ახალგაზრდა მამა ჰყავს. თავად ფეხბურთელი ამჟამად 21 წლისაა, მამამისი კი - 37-ის.

"მოდრიჩთან" მის ასაკზე ხშირად ვხუმრობ. რამდენიმე წლის წინ კაზემირომ მას უთხრა, რომ მამაჩემი მალე სულ რაღაც 36 წლის გახდებოდა.

ლუკამ გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: "ხედავ, პატივი უნდა მცე! შესაძლოა, მე მამაშენი ვიყო".

ხორვატთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის დილით ვარჯიშზე მოდის და მეუბება - "დილა მშვიდობისა, შვილო", მე კი ვპასუხობ - "დილა მშვიდობისა, მამიკო".

ფეხბურთელთა საუკეთესო ხუთეული ჩემი აზრით? - პელე, კრიშტიანო რონალდო, ნეიმარი, მოდრიჩი და ბენზემა", - ამბობს როდრიგო.

გულშემატკივარი ხვალ ორი დიდი მეგობრის დაპირისპირებას და საფეხბურთო მოედანზე მორიგი შოუს დადგმას დაელოდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული