"მანჩესტერის" ყოფილ მცველს რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს საფრანგეთის დამარცხება შეუძლია.
"მე საფრანგეთის ნაკრების თამაშს ვუყურე და გავიფიქრე: "მხოლოდ მბაპე მაღელვებს". არ მინდა სხვა ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ ინგლისის ნაკრები თუ მბაპეს შეაჩერებს, ფრანგების ყველა ფეხბურთელს გაუმკლავდება.
ჩვენთან კი? თუ რეშფორდს ჩაკეტავენ, ფოდენია. თუ ჩაკეტავენ ფოდენს, კეინი გვყავს. კიდევ საკა, ბელინგემი... თვით ჰენდერსონსაც შეუძლია გოლის გატანა.
ეს ჩემს ცხოვრებაში ინგლისის საუკეთესო ნაკრებია. ასეთ შემთხვევაში აღფრთოვანება ნორმალურია. გულშემატკივრებიც სწორედ ასე იქცევიან. ამაში ჩემი დადანაშაულება საჭირო არ
არის, რადგან ეს ემოციები სამართლიანია", - განუცხადა ფერდინანდმა ВВС-ის.
ამ გუნდების მატჩი 10 დეკემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.