ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
ვულოცავ ხორვატიას მარა ეს არის ანტიფეხბურთი ასეთი თამაშებით რო გუნდი შედეგს აღწევს აი ეს არის თანამედროვე ფეხბურთის კატასროფა. ერთი კარში დარტყმა მთელთამაშში + იღბალმა + პენლები და ნახევარფინალში ხარ. მაგრამ ბრაზილიას ეკუთვნის ეს შედეგი , ასეთი "მანდრაჟა" მწვრთნელი რომ გეყოლება შენი მაქსიმუმი ყოველთვის მეოთხედფინალი იქნება. პროსტა ფეხბურთისთვის არის ცუდი იმიტორო ეგეთ თამაშებს კიდევ უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდება და კიდევ უფრო საშინელი იქნება თანამედროვე ფეხბურთის ყურება. ძაან ცუდია 120 წუთი ვუყურებდი ორი უმაღლესი კლასის გუნდი როგორ წვალობდა დამეძინა 3 ჯერ. ბრაზილია კიდე იმიტოა ღირსი ეგეთი "სვარკა" გუნდი როვერ დასაჯა და თავიდანვე როარ მიაწვა რაც შეეძლო, პირველივე წუთებიდან გოლზე უნდა ეთამაშათ შესაძლოა გაეშვა მარა მაინც მოიგებდა აყვა ხორვატიას ჯაჯგურ დამდგარ თამაშში და მოაჯინეს ბალკანელმა "სვარჩიკებმა" ადგილზე.
Charley
10 დეკემბერი 2022 00:04
13
რეალობაა - გადამწყვეტ თამაშს ეგეთი ფეხბურთი იგებს. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მოსაწყენი იყო, მაგრამ ხორვატიამ იცოდა, რომ ბრაზილიას ეგ მანდრაჟი ექნებოდა და რაც ითამაშა , გამართლებული გამოდგა. უბრალოდ კარში ერთდადერთხელ დაარტყეს და თამაშის ბედი გადაწყვიტეს
: )))))))
10 დეკემბერი 2022 10:20
0
ჯერ ჯერობით ყველაზე სწორი ანალიზი. ზუსტად მეც მაგას ვიძახი.
jumberi
10 დეკემბერი 2022 01:24
4
ძალიან საწყენია რაც მოხდა. ამ ცეკვაზე გაკეთებული აქცენტი რა დაბალი დონეა. ტატამზე შეიძლება ცეკვა და მინდორზე არა? თუ არ გინახავთ ქართველი მოჭიდავეების მიერ შესრულებული ცეკვა. უბანძესი გუნდის ქომაგები წერენ და ხარობენ ბრაზილიის ნაკრების წაგებით, არგენტინას ვგულისხმობ რა თქმა უნდა
დავით 67
09 დეკემბერი 2022 23:34
23
გაატანონ კიდე კოპა ამერიკა არგენტინას და მოიგებენ მსოფლიოს...
მადრიდისტი
09 დეკემბერი 2022 23:33
13
Საქართველო ვერასოდეს გახდება ხორვატია,რადგან ქართველს მეორე ქართველის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთის შურს და სახლში მტერს ფიანდაზებს უგებს!
Georgian
09 დეკემბერი 2022 23:27
7
ეს თამაში ხორვატიამ კი არ მოიგო, ბრაზილიამ უფრო წააგო იმ ტაქტიქით რაც ქონდათ.
მაგრა შეცდა ტიტე არ ველოდე ამ მწვრთნელიდან ასეთ რბილად რომ ვთქვათ ფრთხილ ტაქტიკას.
არგენტინამ მოიგოს დღეს და გზა ხსნილი აქ ფინალში მესის...
კაკა
09 დეკემბერი 2022 23:06
5
ვა ეს ხორვატია ნახეთ რა გამოდგა თამაშს არ აგებს რა,იმედი გამიცრუა ბრაზილიამ აშკარად მეტი შეეძლოთ,არა უშავს ხდება ხოლმე,შემდეგი მსოფლიო აშშ,მექსიკა,კანადაშია და იქ მოიხოდება
ნიკო
09 დეკემბერი 2022 23:04
4
ვინც ამ თამაშის მერე იტყვის რომ ხორვატია უკეთესად თამაშობდა და აჯობა, წადით და კერლინგს უყურეთ მაგ ლოგიკით აჯობებს...
Kaka
09 დეკემბერი 2022 22:59
7
ფეხბურთის მატჩი მარტო ჯობნაზე რომ იყოს მაშინ ანგარიში საერთოდ არ იარსებებდა და სტატისტიკით დაასახელებდნენ გამარჯვებულს
nika
10 დეკემბერი 2022 10:40
1
არ ინერვიულოდ ბრაზილიის ფანებო, მომავალ მსოფლიოს მოიგებთ, 1970 წლის მერე 24 წელი ელოდნენ ჩემპიონობას და 94-ში მოიგეს და ახლაც 2002-ს მერე 24 წელი 2026-ში გადის.
რრრ
09 დეკემბერი 2022 22:57
5
რა შეიდეთ ამ ცეკვაზე.
კარში არ დაურტყამს ხორვატიას ესაა ფაქტი.კიდე ერთხელ ვიმეორებ კარშიიიი.
გოლიც აშკარად ასხლეტით გავიდა.
უბრალოდ დღეს არ გაუმართლა ბრაზილიას თორემ ხორვატიას არაფერი არ მოუგია, ნუ პენალტების გარდა რა თქმა უნდა...
მესი
09 დეკემბერი 2022 22:54
22
სად იყო ტრენერი.სამი წუთია დარჩენილ და სად ეტენები,რა სულელური კონტრშეტევა გაუშვეს.ერთი ლამაზად მოთამაშე გუნდი გამოვარდა.ღმერთმა არა ქნას და მაროკომ პორტუგალია არ გამოაგდოს.
თემო
09 დეკემბერი 2022 22:52
3

სიახლეები პოპულარული