ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
აი ეს იგულისხმა კინმა ბრაზილიელებზე, რომ თქვა გალახავენო, თორემ მართლა პანღურებს კი არ მოსცხებდნენ.დ
ეეე
09 დეკემბერი 2022 22:22
6
Საქართველო ვერასოდეს გახდება ხორვატია,რადგან ქართველს მეორე ქართველის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთის შურს და სახლში მტერს ფიანდაზებს უგებს!
Georgian
09 დეკემბერი 2022 23:27
7
ეს თამაში ხორვატიამ კი არ მოიგო, ბრაზილიამ უფრო წააგო იმ ტაქტიქით რაც ქონდათ.
მაგრა შეცდა ტიტე არ ველოდე ამ მწვრთნელიდან ასეთ რბილად რომ ვთქვათ ფრთხილ ტაქტიკას.
არგენტინამ მოიგოს დღეს და გზა ხსნილი აქ ფინალში მესის...
კაკა
09 დეკემბერი 2022 23:06
5
რა შეიდეთ ამ ცეკვაზე.
კარში არ დაურტყამს ხორვატიას ესაა ფაქტი.კიდე ერთხელ ვიმეორებ კარშიიიი.
გოლიც აშკარად ასხლეტით გავიდა.
უბრალოდ დღეს არ გაუმართლა ბრაზილიას თორემ ხორვატიას არაფერი არ მოუგია, ნუ პენალტების გარდა რა თქმა უნდა...
მესი
09 დეკემბერი 2022 22:54
22
გათავდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა, ეხლა იცეკვეთ ცეცხლოვნად!!!!!!!!!!!!!!!
მამუკა
09 დეკემბერი 2022 22:04
6
ძალიან საწყენია რაც მოხდა. ამ ცეკვაზე გაკეთებული აქცენტი რა დაბალი დონეა. ტატამზე შეიძლება ცეკვა და მინდორზე არა? თუ არ გინახავთ ქართველი მოჭიდავეების მიერ შესრულებული ცეკვა. უბანძესი გუნდის ქომაგები წერენ და ხარობენ ბრაზილიის ნაკრების წაგებით, არგენტინას ვგულისხმობ რა თქმა უნდა
დავით 67
09 დეკემბერი 2022 23:34
23
მაგარი ცეკვის ყურება გაგვემაზა
Odala
09 დეკემბერი 2022 22:07
6
ოე ოეეეე აქ ვიღაცეები ცეკვაზე წერთ სისულელეებს და დავიჯერო ახლა დაიწყეთ ფეხბურთის ყურება რომ მაგდენი არ იცით ბრაზილია და ბრაზილიელი ყოველთვის ასოცირდებოდა გოლის გატანასთან ერთად ცეკვასთან?გოლის გატანის დროს რომ ბრაზილიელი სულ ცეკვით აღნიშნავდა ეგ ახლა გაიგეთ?არაფერი გეშველებათ რა არა ძმაო არაა.
ჰეჰე
09 დეკემბერი 2022 22:13
13
ჰეჰე... ბრაზილიის ყველა ფინალი ვნახე 70 წლებიდან....ასეთი მეტიჩრობა არასდროს ყოფილა...რა შუაშია ცეკვასთან ასოცირება..ცეკვა ყველას შეუძლია...ბრაზილია სახლში ცეკვა-ცეკვით
giorgi
09 დეკემბერი 2022 22:54
3
შენა და... რონალდინიოს გოლის აღნიშვნა გინახავს საერთოდ?ისე გაგახსენებ,ინგლისს რომ გაუტანა საოცარი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე აბა ნახე ერთი მანდ არ ცეკვავს მანდ?ეჰ რაა....
ჰეჰე
09 დეკემბერი 2022 23:10
5
ვინც მეტოქეს დასცინა ყველას ცუდათ შემოუტრიალდა, რუდიგერის უაზრო სირბილი და ცინიკური სიცილი და ბრაზილიელების უაზრო ცეკვა. ვინ იქნება შემდეგი!!!
a a
09 დეკემბერი 2022 22:47
6
შენ შემოგევლე მე . აი რასაც ვთქვი ის მოხდა. ეს კლოუნები თავისი კარნავალი სახლში მართონ. აბა სულ კორეა ხო არ იქნებოდა ფინალამდე? გაუმარჯოს ხორვატიას.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
09 დეკემბერი 2022 21:53
19
ე ბიჭო კარნავალზე არაა აქ საქმე,ბრაზილია ყოველთვის ამით იყო ცნობილი და სულ ასე აღნიშნავდა გოლსაც და წარმატებასაც.ასეთია მათი მენტალიტეტი,აქ სხვა რამეზეა საუბარი და ის უფრო გასაკვირია რომ ამხელა საფეხბურთო ტრადიციის და ტალანტების მქონე ქვეყანა დრეს განიცდის ფორვარდების სერიოზულ კრიზისს.ასევე მათი საფეხბურთო სანახაობაა დაკარგული და გამქრალი,ის რითაც ბრაზილია იყო ცნობილი და მოსაწონი.
ეჰჰ
09 დეკემბერი 2022 22:07
2

სიახლეები პოპულარული