ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
სულ ერთ ადგილას მკიდია დღევანდელი ფეხბურთი, მაგრამ იცეკვეთ ახლა!
S.K.K.
10 დეკემბერი 2022 02:12
7
ტოტალიზატორში ბრაზილიის გამოვარდნაზე დავდე და 5ჯერ მეტი მოვიგე. როცა იცი მაფია რას აპირებენ და ვისი წაგებაა გადაწყვეტილი, შენც შეგიძლია ფული ისევე დადო როგორც ეგენი და შენც მოიგო. მხოლოდ ესე შეიძლება ტოტალიზატორის თამაში, ისიც ფრთხილად ვაითუ განგება ჩაერიოს და ვიღაცამ მაგათ მსაჯებიანად მოუგოს. ბრაზილია მაგის გამკეთებელი არ იყო
experti
09 დეკემბერი 2022 22:02
17
აფსუს არადა რა კარგად ცეკვავდნენ
SS
09 დეკემბერი 2022 22:44
3
გაატანონ კიდე კოპა ამერიკა არგენტინას და მოიგებენ მსოფლიოს...
მადრიდისტი
09 დეკემბერი 2022 23:33
13
არ გვინდა ბატონო ნანახი გვაქ ვენეციური ტანგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტანდემში.დდდდდ
ზიზიჩი-ის
09 დეკემბერი 2022 22:19
1
ბრაზილიაში ეხლა იწყება რეალური კარნავალი :))))))))) საფეხბურთო კარნავალს რაც შეეხება იტალიის ნაკრები რომ უოფილიყო მერე გენახათ ვენეციური კარნავალი :))))))))
ზიზიჩი
09 დეკემბერი 2022 22:06
11
ზედმეტი ცანცარობა რომ არა ბრაზილიას 5 კი არა 7-8 თასი მაინც ექნებოდა
dato
10 დეკემბერი 2022 10:38
2
ფეხბურთი გუნდური თამაშია, ბრაზილია კი გუნდი არ არის, ის კარგი ინდივიდუალებისგან შემდგარი გუნდია და მეტი არაფერი. პირველივე თამაშის ნახვის შემდეგ დავწერო, რომ შორს ვერ წავიდოდა. ეს ცეკვა ხომ მთლად პიდარასტების ხელწერაა, რამ მოაფიქრათ ეს სისულელე.
ჟორა გაბრიჭიძე
10 დეკემბერი 2022 10:34
5
უბრალოდ ხორვატიას გამსახურდია არ ყოლია ჩვენგან განსხვავებით…ისეთი კომენტარებია
ჯიჯი
09 დეკემბერი 2022 22:47
2
ფრანიო ტუჯმანი თუ ზვიადზე ნაკლები ნაცისტი გგონია ))) არ გცოდნია ხორვატების ამბავი
rasa
09 დეკემბერი 2022 23:51
3
ფინალი ხორვატია-საფრანგეთი, ფრანგები ჩემპიონები.
alex
09 დეკემბერი 2022 22:20
19
საფრანგეთი შეიძლება გახდეს ჩემპიონი მაგრამ ფრანგები ვერ გახდებიან.
w
09 დეკემბერი 2022 22:32
5
ამდენი დისლაიქი რა ბაზარია, წინა მსოფლიოს არ უყურებდით? იქაც ასე გავიდა ხორვატია, რამდებიმე დამატებითი და პენლები, ისე რო არავინ ელოდა... იქ ფინალშიც მაგარი ბრძოლა გაუმართა საფრანგეთს... ხორვატია ჩემპიონ, მოდრიში არის ეპოქალური ცენტრი
რა მაფიაა?
10 დეკემბერი 2022 00:01
5
ყველა გამოხმაურება
ნახევარფინალში...
Lasha
09 დეკემბერი 2022 21:54
2

სიახლეები პოპულარული