ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
ვულოცავ ხორვატიას მარა ეს არის ანტიფეხბურთი ასეთი თამაშებით რო გუნდი შედეგს აღწევს აი ეს არის თანამედროვე ფეხბურთის კატასროფა. ერთი კარში დარტყმა მთელთამაშში + იღბალმა + პენლები და ნახევარფინალში ხარ. მაგრამ ბრაზილიას ეკუთვნის ეს შედეგი , ასეთი "მანდრაჟა" მწვრთნელი რომ გეყოლება შენი მაქსიმუმი ყოველთვის მეოთხედფინალი იქნება. პროსტა ფეხბურთისთვის არის ცუდი იმიტორო ეგეთ თამაშებს კიდევ უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდება და კიდევ უფრო საშინელი იქნება თანამედროვე ფეხბურთის ყურება. ძაან ცუდია 120 წუთი ვუყურებდი ორი უმაღლესი კლასის გუნდი როგორ წვალობდა დამეძინა 3 ჯერ. ბრაზილია კიდე იმიტოა ღირსი ეგეთი "სვარკა" გუნდი როვერ დასაჯა და თავიდანვე როარ მიაწვა რაც შეეძლო, პირველივე წუთებიდან გოლზე უნდა ეთამაშათ შესაძლოა გაეშვა მარა მაინც მოიგებდა აყვა ხორვატიას ჯაჯგურ დამდგარ თამაშში და მოაჯინეს ბალკანელმა "სვარჩიკებმა" ადგილზე.
Charley
00:04 10-12-2022
13
ცეკვა თუ გინდოდათ ბიძია მწვრთნელად ჩერტკოევი უნდა დაგეყენებინათ და არა ტიტე.დდდდ
გოგი
22:03 09-12-2022
10

სიახლეები პოპულარული