მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული გახლდათ "ალბისელესტეს" კაპიტანი და შეხვედრის გმირი ლიონელ მესი. ნიდერლანდელი ფეხბურთელები 35 წლის ვარსკვლავის წინააღმდეგ ძალიან უხეშობდნენ, რამაც ლეოს გაღიზიანება გამოიწვია.
ის პენალტების სერიის დასრულების შემდეგ ჯერ "ნარინჯისფერთა" ნაკრების დამრიგებელ ლუის ვან გაალთან მივიდა და უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.
საბოლოოდ, სიტუაცია ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა ედგარ დავიდსმა განმუხტა, თუმცა მესი ამით არ დაკმაყოფილდა.
Tyc Sport-თან ინტერვიუს დროს არგენტინელმა ვოუტ ვეგჰორტს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"სულელო, იქით წადი, აქედან მოშორდი", - მიმართა მესიმ ვეგჰორსტს.
აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" ლიდერი მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ემოციური იყო. მან გატანილი პენალტი, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ვირჯილ ვან დეიკის გაფუჭებული დარტყმა ძალიან ემოციურად აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება.
ამას დრამაც აღარ ჰქვია - არგენტინამ საოცარ მატჩში ნიდერლანდებს სძლია [VIDEO]
მიუხედავად ყველაფრისა,მაინც იმედი მაქვს,რომ არგენტინელები ფინალში გავლენ.მესის ფაქტორმა მანდაც უნდა გასჭრას,დი მარიაც ალბათ მზად იქნება იმ შეხვედრისათვის და არც სხვები აღმოჩნდნენ მშიშარები.ვფიქრობ ხორვატები, არანაკლებ ხისტები,მაგრამ ნაკლებად უხეშები იქნებიან მომავალ შეხვედრაში.მესი კი,მაინც მესია და მოდრიჩიც მასზე გაცილებით ხნიერია.