"სულელო, აქედან მოშორდი! იქით წადი!" - ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ გაბრაზებულ მესის ძლივს აწყნარებდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის მუნდიალის 1/4-ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა სუპერ დრამატულ შეხვედრაში ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული გახლდათ "ალბისელესტეს" კაპიტანი და შეხვედრის გმირი ლიონელ მესი. ნიდერლანდელი ფეხბურთელები 35 წლის ვარსკვლავის წინააღმდეგ ძალიან უხეშობდნენ, რამაც ლეოს გაღიზიანება გამოიწვია.

ის პენალტების სერიის დასრულების შემდეგ ჯერ "ნარინჯისფერთა" ნაკრების დამრიგებელ ლუის ვან გაალთან მივიდა და უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.

საბოლოოდ, სიტუაცია ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა ედგარ დავიდსმა განმუხტა, თუმცა მესი ამით არ დაკმაყოფილდა.

Tyc Sport-თან ინტერვიუს დროს არგენტინელმა ვოუტ ვეგჰორტს
შემდეგი სიტყვებით მიმართა:


"სულელო, იქით წადი, აქედან მოშორდი", - მიმართა მესიმ ვეგჰორსტს.

აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" ლიდერი მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ემოციური იყო. მან გატანილი პენალტი, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ვირჯილ ვან დეიკის გაფუჭებული დარტყმა ძალიან ემოციურად აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება.

altამას დრამაც აღარ ჰქვია - არგენტინამ საოცარ მატჩში ნიდერლანდებს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენც ისე დაასრულებ როგორც ქრისტინამ არ ხარ ღირსი იმ სანუკვარი ოცნების რომელიც დაისახე რადგან არ იმსახურებ...ამ უაზრო ტუტუცი საქციელის გამოც.
Rene
12 დეკემბერი 2022 08:39
3
ჩემი *ვერება ბიჭი..დიეგოს სული ამაყობს შენით..აქამდე სად იყავი თავიდანვე ასეთი ჟილკით უნდა დაგეწყო კარიერა..
ზურა
10 დეკემბერი 2022 21:16
9
ჰოდა იქნებოდა ახლა კოკაინზე კაი ხნის შემჯდარი.დდდდ
ეეე
11 დეკემბერი 2022 01:24
0
მეორე გოლის შემდეგ, არგენტინელებმა შეამცირეს მეტოქეზე ზეწოლა და ამისათვის სამართლიანად დაისაჯნენ.სამწუხაროდ მესის და მის თანაგუნდელებს შორის,ძალიან დიდი სხვაობაა და ამ გამარჯვების შემდეგაც კი,ნაკრები საჩემპიონო გუნდად არ მეჩვენება.ნიდერლანდელმა ფეხბურთელებმა,თითქმის მთელი თამაში,მესის ცემაში გაატარეს და მიუხედავად იმისა,რომ მსაჯმა თითქმის ორივე ნაკრების სრული შემადგენლობა გააფრთხილა,სანქციები,აშკარად არასაკმარისი იყო და რიგი შემთხვევებისა,დაუსჯელად გაუვიდათ ფეხბურთელებს.მთლიანობაში არგენტინა უკეთესად გამოიყურებოდა და საცოდაობა იქნებოდა მათი დამარცხება.მესიმ და ბოლოს მეკარემ,გადამწყვეტი სიტყვა თქვეს,ამ გამარჯვებაში.რამდენად ეყოფათ არგენტინელებს ძალები ხორვატთა წინააღმდეგ,ეგეც დიდი კითხვაა.ხორვატები ხომ ბრწყინვალედ არიან მომზადებული ფიზიკურად,არგენტინელებს კი,გაფრთხილებების გამო,რამდენიმე კაცი მოაკლდებათ და რამდენად გაუძლებს მესი,ამხელა დატვირთვებს,ეგეც საკითხავია.მართალია ხორვატებმაც პენალტები დაარტყეს,მაგრამ ბრაზილიასთან,მათ უფრო დაბალი დატვირთვით ითამაშეს და თანაც,დამატებითი დროში თამაში,მათთვის ჩვეული ამბავია,არგენტინელებისაგან განსხვავებით.
მიუხედავად ყველაფრისა,მაინც იმედი მაქვს,რომ არგენტინელები ფინალში გავლენ.მესის ფაქტორმა მანდაც უნდა გასჭრას,დი მარიაც ალბათ მზად იქნება იმ შეხვედრისათვის და არც სხვები აღმოჩნდნენ მშიშარები.ვფიქრობ ხორვატები, არანაკლებ ხისტები,მაგრამ ნაკლებად უხეშები იქნებიან მომავალ შეხვედრაში.მესი კი,მაინც მესია და მოდრიჩიც მასზე გაცილებით ხნიერია.
სოსო
10 დეკემბერი 2022 16:54
3
saertod rogor mogyavs modrichi mesistan , sul rom 21 wlis iyos modrichi 38 wlis mesistanac rogor adareb
rati
12 დეკემბერი 2022 08:42
0
ძაან უხეშად მოექცა ეს ბიჭი ნიდერლანდთა პირველი გოლის მერე ცენტრში ბურთის გათამაშებისას, თუმცა თუ ბოდიშის მოხდა უნდოდა უნდა მიღო ლეოს,
რრრ
10 დეკემბერი 2022 14:57
5

სიახლეები პოპულარული