ნეიმარი სანაკრებო კარიერას ასრულებს? - ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ ემოციურად ისაუბრა და მინიშნება გააკეთა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა არ გამორიცხა, რომ "სელესაოში" კარიერა დაასრულოს. ეს განცხადება 30 წლის ვარსკვლავმა მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენლებში წაგების შემდეგ გააკეთა.

"ვფიქრობ, ახლა კარიერის დასრულებაზე საუბრის შესაფერისი დრო არ არის, რადგან ემოციებით სავსე ვარ, მაგრამ არაფრის გარანტიას არ ვიძლევი.

ვნახოთ, რა იქნება შემდეგში... მინდა, ეს დრო გამოვიყენო და ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრო. ვიფიქრო იმაზე, თუ რა მინდა საკუთარი თავისთვის. ეროვნულ გუნდს კარებს არ ვუხურავ, მაგრამ 100%-ით არ ვამბობ, რომ დავბრუნდები.

არ მჯერა, რომ ეს ხდება. დამარცხების ტკივილი ხანგრძლივი იქნება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბრაზილიელ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრებისადმი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის. ჩვენ ოცნებებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.... ახლა სახლში წასვლის დროა, სადაც ნამდვილად დავიტანჯები", - თქვა ნეიმარმა. 

alt"ეს კარმაა! სწორედ ამიტომ გავარდნენ" - თინა კანდელაკმა მუნდიალიდან გავარდნილ ბრაზილიას დასცინა და "სელესაოს" წაგების "მიზეზი" განმარტა

altბრაზილიის მარცხით გახარებული არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები [VIDEO]

altბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვენაცვალე ხორვატიას ფეხბურთზე ფიქრობდნენ და არა რაღაც სხვაზე .
zurabi
20:00 10-12-2022
2
ბრაზილიას ყველაფერი აქვს საჩემპიონოდ, გარდა გონიერი მწვრთნელისა და დისციპლინისა. მინდორზე ავიწყდებათ. რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და პარტნიორს დროზე უნდა მისცე პასი. ის პიჟონობა კი რაც მათ გოლის გატანის შემდეგ ჩაიდინეს (ცეკვა) არავის ეპატიება და არც ეპატიათ. არის ასეთი ქართული ლექსი: "ინგრევა ძველი კერპები, ვით ციხე-ბურჯი არმაზის... სწორედ ამასთან გვაქვს საქმე.
ჟორა გაბრიჭიძე
19:38 10-12-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული