ინგლისის ნაკრები სახლში, მედლების ნაცვლად, კატით დაბრუნდება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა, 1966 წლის შემდეგ დიდი ტურნირი არ მოუგია და სახლში კვლავ მედლების გარეშე, თუმცა კატით ბრუნდება.

"მანჩესტერ სიტის" მცველებმა ჯონ სტოუნზმა და კაილ უოკერმა ალ-ვაკრაში, ბაზის ახლოს, უპატრონიო კატა ნახეს, დაუმეგობრდნენ და დეივი დაარქვეს, - იტყობინება "გარდიანი".

უოკერს უთქვამს, რომ ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში, დეივს სახლში წაიყვანდა და მიუხედავად მარცხისა, მაინც წაიყვანენ. კატა ადგილობრივ საავადმყოფოში გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ოთხი თვე კარანტინში მოუწევს ყოფნა, მერე კი მანჩესტერში გაამგზავრებენ.

დაბრუნდება" style="height: 50px; width: 50px;" />ინგლისმა მბაპე შეაჩერა, კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა და საფრანგეთმა გაიმარჯვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ის კატა უნდა წაეყვანათ ბრაზილიელებმა რომ "დაჩაგრეს" PP ესევ ბოლოსწინა ლიბერასტული გუნდი გაპანღურდა სახლშიიი ! დარჩა ბოლო --საფრანგეთი და იმას მაროკო გაუშვებს PPP
zura222
01:16 12-12-2022
8
კატა ჯობიაა
darwin
01:46 12-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული