ახლა ან არასოდეს. არგენტინამ ხორვატიას სძლია - მესი სანუკვარი ოცნების ახდენას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ, 2014 წლის შემდეგ კი პირველად გავიდა ფინალში.

როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ტემპი მაღალი არ იყო. თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, არგენტინელებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ფერნანდესის დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია. შემდეგ მასთან პირისპირ გასული ალვარესი გოლკიპერმა წააქცია და მესიმ პენალტი უზადოდ შეასრულა. 39-ე წუთზე ალვარესმა ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო და ბურთიანად შევიდა კარში. ამას სამხრეთამერიკელთა კუთხური მოჰყვა და მაკალისტერის თავით დარტყმული
ბურთი ლივაკოვიჩმა ძლივს მოიგერია.

შესვენების შემდეგ სლავების მწვრთნელმა დალიჩმა ცვლილებებით სცადა თამაშის გამწვავება, შეუტიეს, რითაც მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება მიეცა და შანსი მესიმ ვერ გამოიყენა. მერე მესი გვარდიოლს გაექცა და ალვარესს დუბლი შეასრულებინა, რომელიც მწვრთნელმა სკალონიმ შეცვალა, საფინალოდ დაასვენა და მოედანზე დიბალა შეუშვა. ეგ იყო და ეგ, "ალბისელესტემ" კლასით დაჯაბნა ვიზავი და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

18 დეკემბერს, ფინალში, არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შორეულ კატარში არგენტინიდან დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთა დიდ ნაწილს ფინანსურად სულაც არ ულხინს, ამისათვის ფულს, შესაძლოა, მთელი წელი აგროვებდნენ, მაგრამ ეს ამად უღირთ, რამეთუ მიზანი დიადია - თავიანთ მესამე ტიტულს მიუახლოვდნენ. ხორვატია შესანიშნავი გუნდია, პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა კვლავ ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ ფინალში ღირსეული გავიდა. ალბათ, ასე ჯობია სანახაობისთვის, ასე ჯობია მისი უდიდებულესობა ფეხბურთისთვის. ზეიმი გრძელდება.

რაც შეეხება მესის, ეს უკვე სულ სხვა ლეოა, საკუთარ თავს არ ჰგავს, ხშირად აღარაა მოედანზე ჩვეულად მშვიდი (დღევანდელი შეხვედრა არ იგულისხმება), ხანდახან მარადონასავით გაცხარებულია, ისეთი კერპია, როგორიც გუნდს სჭირდება და რომელიც წინ მიუძღვის, მიუძღვის თავისი კარიერის მწვერვალისკენ, რამეთუ ეს მისი ბოლო შანსია - ახლა ან არასოდეს.

. მესიმ მუნდიალებზე 25-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მე-11 გოლი გაიტანა, ბატისტუტას გაასწრო და არგენტინის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.
. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთივე ნახევარფინალი მოიგო.
. ხორვატია მუნდიალებზე პირველად დამარცხდა 2+ გოლით.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი

არგენტინა - ხორვატია 3:0
გოლები: 1:0 მესი (37, პენ), 2:0 ალვარესი (39), 3:0 ალვარესი (69)

მკითხველის კომენტარები / 32 /
მარტო არგენტინამ და მესიმ კი არ გაიმარჯვეს,დღეს გაიმარჯვა ფეხბურთმა
კაკო
14 დეკემბერი 2022 01:05
4
მესი რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელია აქამდეც ცხადი მარტო იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ქონდა წაგებული და ამჯერად ალბათ მოიგებს მარადონასთან ბევრი პარალელია მაგრამ მაშინდელი ფეხბურთი უფრო შემოქმედებითი იყო
მესი
14 დეკემბერი 2022 01:10
1
მიგიჩინეს თქვენი ადგილი კონდუქტორის სკამზე, თქვე ავტობუსის მძღოლებო თქვენი ნახევარფინალში გასვლა არ გეიშვა, ხუთ თამაშში რო ექვსჯერ დაარტყამ კარისკენ, ფუი მაგსთანა გუნდს.
მალხაზ ჯობავა
14 დეკემბერი 2022 01:15
15
და მაინც. ნეტა ჩვენ ვიყოთ მაგათ ადგილას და მაგათი ჟილკა გვქონდეს. ჩვენხელა ქვეყანა რომელიც იმდენივე ხანია რაც დამოუკიდებელია რაც ჩვენ მაგრამ სამჯერ გავიდნენ მსოფლიოს ნახევარფინალში. ეგ გამართლება არაა 1994ის ბულგარეთივით ან 2002ის კორეასავით. ეგ ჟილკაა
შადიმან
14 დეკემბერი 2022 01:51
4
ჯერ საქართველომ მაგის მეოთხედი შეძლოს რაც ხორვატიამ და მერე ყარეთ ჩლიქები, ხორვატიას უდისესი პატივისცემა, 3,9 მილიონიანი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა, არავის დასაცინი ხორვატები არ არიან.
kaxa
14 დეკემბერი 2022 03:42
4
დედას ვფიცავარ ადამიანი თუ იყოს მესი. არარსებობს სიტყვები რითაც აღვწერ ამ მოვლენას. ფეხბურთი არის მესი. შეგვიძლია ოფიციალურად მესი დავარქვათ ამ სპორტს. არ მჯერა ისეთ რაღაცეებს აკეთებს. ერთი თამაშიც და ყველანაირი კითხვა გაქრება. უკვე ყვეკაფერი ცხადია მესიმ ფეხბურთი დახურა ყველანაირი მნიშვნელობით. მადლობა ღმერთო რომ მას ვუყურებ.
ქართველი
14 დეკემბერი 2022 01:29
10
ეჰ... მძიმე დღეში ყოფილხარ ჩემო ძმაო. გიშველოს ღმერთმა
:)))))))))))
14 დეკემბერი 2022 17:52
1
მთლად რო ვერ მოიგოს ფინალი. 2 ჯერ მანდ ნამყოფია უკვე. პენალდუ7-ს ფანები ის კატეგორია ვინც ფეხბურთის გაგებაში არაა როგორც იქნა 14 დეკემბერს 2022 წელს ოთხშაბათს 01:00 საათზე გაიგეს რომ მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14 დეკემბერი 2022 01:01
13
Argentina chempionia da mesi kide peles mefobis memkvidre oficialurad!!!
Gia
14 დეკემბერი 2022 01:01
3
3e golma 10 wlis winandeli mesi gamaxsena ra advilad "atria"ioshko es ra iyo
L.J .
14 დეკემბერი 2022 01:59
0
ისე მართლა გჯერათ, არგენტინას მესის გამო ეხმარებიანო? განსაკუთრებით საუდის არაბეთთან გამოჩნდა როგორ ეხმარებიან. მესი კონკრეტულად ვინ არის რო დაეხმარნონ? რატო რონალდოს ან ნეიმარს არ ეხმარებიან?
იკა
14 დეკემბერი 2022 11:06
5
ისე მე არგინტინისკენ ვარ მაგრამ პენალი არ უნდადანიშნულიყო ! მეკარეს ფეხი ედგა და არც გაწია სპეციალურად და ალვარესი იმ გაწეულ ფეხს თვითონ წაქმოეგო ! ანუ მსაჯის ლოგიკით მეკარეს ის ფეხი უნდა მოერიდებინა რომ ალვარესი არ დაჯახებოდა ?? თანაც ვერც მოარიდებდა ძალიანაც რომ მოენდომებინა--ჯერ ერთი წამის მეასედების ამბავი იყო იქ და თანაც საყრდენი ფეხი იყო და ვერ გაწევდა !
zura222
14 დეკემბერი 2022 06:03
7
მაგაზე ბევრი დაიწერა უკვე და თუ არგენტინის გულშემატკივარი ხარ გეცოდინება რომ აზრები გაიყო იქეთ ყოფილი მსაჯი ამბობს რო პენალტი იყოო აქეთ ლინეკერი გაიძახის არაო..ნებისმიერ შემთხვევაში აქ დაიდებოდა თუ არა არგენტინა ძალიანჯობდა ხორვატიას და ეს შედეგი ეჭვს საერთოდ არ იწვევს..
ზურა
14 დეკემბერი 2022 11:08
0
ხორვატიამ ამდენს იმიტომ მიაღწია რომ მთელი ქვეყანა და ხალხი გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელია ! ეს 30 წელი რაც ომები და კონფლიქტები გამოიარეს ყველგან გაიმარჯვეს და აგრესორ სერბებსაც ხომ ყოფა უტირეს ! სულ თვალწინ მიდგას ის ვიდეო--სერბი პოლიციელები სტადიონზე ხორვატ ბიჭს დუბინკებს რომ ურტყამდნენ და ბობანი რომ შეიჭრა იმ პოლიციელების ჯგუფში და სულ წიხლებით რომ მიმოფანტა ის არაკაცები ! დაახლოევით იგივე გააკეთა შუკერნაც და ამის მერე არც მიკვირს ხორვატების ასეთი წარმატებები ! მარტო ფეხბურთში კი არა ლამის ყველა სახეობაში ასე არიან (ერთადერთი რაგბი ვერ აითვისეს) და ჩვენ კი პირიქით დამარცხებულის ტვირთი გვაწევს ამ 30 წელს რა ომები და კონფლიქტებიც გამოვიარეთ ყველგან დავმარცხდით როგორც საომარ მოქმედებებში ისე პოლიტიკურადაც და ეს 30 წელი ასე მოვდივართ დაჩაჩანაკებულები @ ყველა ვისაც არ ეზარება ჩვენ გვეუფროსება და და თავში გვირტყამს @ სანჭოეთიდან გუშინ გამომძვრალი ბალტისპირელებიც კი @
zura222
14 დეკემბერი 2022 05:55
2

სიახლეები პოპულარული