ლინეკერმა იკითხა - კიდევ საკამათოა, ვინაა უდიადესი? მორგანმა უპასუხა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის 3:0 დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლეო მესი შეაქო და ჟურნალისტ პირს მორგანს შეეკამათა.

"თქვენ კიდევ კამათობთ? ვკითხულობ უდიადესზე".

მორგანმა, რომელმაც რონალდოსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სწრაფად უპასუხა: "საკამათო არაა. ეს რონალდოა".

ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა მესის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა: "არასოდეს დავიღლები იმის მტკიცებით, რომ შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ. დაე, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოუდგეს და ტაში დაუკრას ყველაფრისთვის, რაც ამ ბიჭმა ფეხბურთისთვის გააკეთა. გამაოგნებელია, ჩემო მეგობარო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მესიმაც და რონალდომაც ეპოქა შექმნეს.ერთობლივადაც და ცალცალკე აღებულებმაც.ფეხბურთელი, 15 წელი და კიდევ მეტი ხანი,სუპერვარსკვლავის დონეზე რომ თამაშობს,ამდენ გოლს გაიტანს და ამდენჯერ რომ მსოფლიოში საუკეთესო ხდება,დიადია,აბა რა არის?ვის ვინ ურჩევნია,ეგ უკვე გემოვნების საკითხია,მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს,ამ ორივე გიგანტს,დააფასებს და შეიყვარებს.ვისურვოთ,რომ კიდევ დიდხანს ითამაშონ.ჩვენ კი ვუყუროთ და დავტკბეთ,დიდი ფეხბურთის ცქერით.გარწმუნებთ,ეს კარგი რჩევაა!
სოსო
15 დეკემბერი 2022 17:47
0
ლეო მსოფლიო თასსაც ასწევს და მერვე ოქროს ბურთსაც! ეს იქნება მისი კარიერის შესაბამისი გვირგვინი!
Guriec
14 დეკემბერი 2022 23:13
5
არ არის სადავო რონალდო საოცრებებს აკეთებს მოედანზე,მაგრამ იგივე შეიძლება სხვასაც გამოუვიდეს შემთხვევით. აი მესი რასაც აკეთებს ეს სემთხვევით არანაირად არ გამოგივა.
უშანგი
14 დეკემბერი 2022 20:12
7
ტყუილად არ ამბობენ მესიზე,ამ ჩემპიონატზე მარადონობსო!წინა ჩემპიონატებისაგან განსხვავებით,ის ახლა გუნდის ბელადიცაა,რომელსაც ვერ უხეშობით აჩერებენ და რომელიც განსაზღვრავს გუნდის გამარჯვებას.არგენტინა ყოველ მომდევნო თამაშს,სულ უფრო უკეთესად თამაშობს და თუ ეს ტენდენცია ფინალშიც განაგრძო,ჩემპიონობაც ერთი ხელის გაწვდენაზე იქნება.მიუხედავად ფინალის შედეგისა,ამ ჩემპიონატის შემდეგ,მესიც უსაყვედუროდ ჩაირიცხება დიადთა კოჰორტაში.ჩემთვის,მესი, დიადი, უკვე მესამე ოქროს ბურთის შემდეგაა.
სოსო
14 დეკემბერი 2022 17:01
1
ხვიჩა!
სააკაძე
14 დეკემბერი 2022 16:08
2
სააკაძე!
ხვიჩა
14 დეკემბერი 2022 19:35
1
იხ.: აღნიშნულ იუთუბ გვერდზე,
ლაშა
14 დეკემბერი 2022 11:00
1
ვისაც არ უნდა , მაინც არ და ვერ გაიგებს !
კახაბერი
14 დეკემბერი 2022 08:36
3
ბარსას ზრდის ჰორმონები რომ არა მესი ოდენ სახელი იქნებოდა. ლეო ესპანურმა ფეხბურთმა აღზარდა ისევე, როგორც სხვა დიდებული ოქროს ბურთის მფლობელების უმრავლესობა და არა გაუგებარია სტილის მიმდევარმა პრემიერლიგამ!
ლაშა
14 დეკემბერი 2022 08:17
3
არადა ყველაფერი ძალზედ მარტივია: რონალდო ძლიერია, ხოლო მესი განუმეორებელი! ის უბრალოდ მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში. ვინ იცის კიდევ როდის ეყოლება მსოფლიოს მსგავსი კალიბრის და ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი.
თომა
14 დეკემბერი 2022 08:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული