საფრანგეთმა მაროკოს მოუგო - დიდი ფინალი გველის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და მეოთხედ გავიდა ფინალში.

უკვე დებიუტში თ. ერნანდესმა ფრანგები დააწინაურა, რამაც მაროკოელებს სტრატეგიის შეცვლა, შეტევებზე გადასვლა აიძულა და უნაის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე ლორისმა მოიგერია. შემდეგ ჟირუ თავის მეურვე საისს გაექცა და ბურთი ძელს გაარტყა. ცხადი შეიქნა, რომ საისი თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა და ამალამ შეცვალა. მატჩი ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ჯერ ჟირუმ ისევ ვერ გამოიყენა შანსი, მერე კი ელ იამიკმა „მაკრატელათი“ დაარტყა და დეშამის გუნდი ძელმა იხსნა.

მეორე ტაიმში ტემპმა კიდევ უფრო
მოიმატა, შეხვედრა კიდევ უფრო ლამაზი სანახავი გახდა, არაბულმა გუნდმა ზეწოლა გაზარდა, მბაპეს ორი სწრაფი კონტრიერიში უშედეგოდ დასრულდა და თან კინაღამ დაშავდა, როდესაც ამრაბატმა ბურთი ვარდნაში აართვა. მაროკოელები ფლანგებიდან აგრესიულად მიიწევდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოში და უხეშობასაც არ ერიდებოდნენ. სადღაც 70-ე წუთისთვის მაროკოელთა შეტევები დაცხრა, ფრანგებმა ვიზავის ნახევარზე აიწიეს, მათ რიგებში ჟირუს ნაცვლად შეცვლაზე შესული ტიურამი აქტიურობდა. მეორე გოლი კი ბონოს კარში შეცვლაზე შესულმა კოლო მუანიმ ბურთზე პირველი შეხებით გაიტანა და საფრანგეთმა გაიმარჯვა.

18 დეკემბერს, ფინალში საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება. 17 დეკემბერს მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს მაროკო და ხორვატია შეხვდებიან.

. თ. ერნანდესმა ნახევარფინალებში 1958 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
. ლორისმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-19 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეთა შორის ნოიერის რეკორდი გაიმეორა.
. მაროკომ მოწინააღმდეგისგან ამ ტურნირზე პირველად გაუშვა გოლი - აქამდე ავტოგოლი იყო.
. გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ზედიზედ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც ფრანგების რეკორდია.
. საფრანგეთის ნაკრებიდან ნახევარფინალებში ექვსიდან ოთხი გოლი მცველებმა გაიტანეს.
. კოლო მუანიმ შეცვლაზე შესვლის მერე 44-ე წამზე გაიტანა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე შედეგია.
. საფრანგეთი მეექვსე ნაკრებია, რომელიც ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.
. მაროკოელი ენ ნესირი 66 წუთის განმავლობაში ბურთს სამჯერ შეეხო და ანტირეკორდი დაამყარა.

ალ ჰორი. "ალ ბაითი". 68 294 მაყურებელი
საფრანგეთი - მაროკო 2:0
გოლები: 1:0 თ. ერნანდესი (5), 2:0 კოლო მუანი (79)

მკითხველის კომენტარები / 22 /
შენ რო იმას იტყვი სექტაში არასოდეს ვყოფილვარო...ნამუსი ჩკაა???
G.LA-Ს
11:30 15-12-2022
0
1)არგენტინა
2)საფრანგეთი
3მაროკო
ბაბუაწვერა
09:06 15-12-2022
44

სიახლეები პოპულარული