დიდი ტრაგედია - საფრანგეთი-მაროკოს მატჩის მერე არეულობის შედეგად 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, სადაც საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ფრანგ და მაროკოელ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ქალაქი მონპელიე იყო, სადაც დიდი ტრაგედია დატრიალდა და 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 

ერთ-ერთ ავტომობილს, რომლის ფანჯრებიდანაც საფრანგეთის დროშები იყო გამოფენილი, ჯერჯერობით უცნობი პირები დაესხნენ თავს. ამის შემდეგ მძღოლმა მანქანა სწრაფად დაძრა და 14 წლის ბიჭს დაეჯახა. ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

საფრანგეთის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯანმრთელობა ჩანს ამ კომენტარით
1
რა ფანებიც ყავს მტირალას ისე მოუვიდა ამ მსოფლიოზე, ხოლო მესი სულ რომ სახლში დაერჩენილიყო მაინც უმაგრესი და უმაღლესი ზღვარია რომლის იქით მარტო მარადონაა
ზაკო
16:06 15-12-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული