დიდი ტრაგედია - საფრანგეთი-მაროკოს მატჩის მერე არეულობის შედეგად 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, სადაც საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ფრანგ და მაროკოელ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ქალაქი მონპელიე იყო, სადაც დიდი ტრაგედია დატრიალდა და 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 

ერთ-ერთ ავტომობილს, რომლის ფანჯრებიდანაც საფრანგეთის დროშები იყო გამოფენილი, ჯერჯერობით უცნობი პირები დაესხნენ თავს. ამის შემდეგ მძღოლმა მანქანა სწრაფად დაძრა და 14 წლის ბიჭს დაეჯახა. ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

საფრანგეთის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კიდევ ერთხელ, ვინც მესის შესახებ ღლიცინებს და ამ დროს ფეხბურთის გულშემატკივარი ჰგონია თავი, დროულად უნდა მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.
არა, არაფერი გეშველება
14:04 15-12-2022
14
მესი უდიდესია უძალიანმაგრესია თამამად შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ ვერცხლის მედალი გაიხარე ძმაო მშვიდობაში.
კრისტიანო რონალდუ
13:18 15-12-2022
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული