"გუნდის წარმატება მეტად მნიშვნელოვანია" - მესი ფინალისთვის მზადაა

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მუნდიალის მოგება მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი რეკორდების დამყარება.

მოგეხსენებათ, ხორვატიასთან გატანილი თერთმეტმეტრიანი ლეოსთვის მე-11 აღმოჩნდა, რითაც "ალბისელესტელთა" შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (გაბრიელ ბატისტუტა იყო აქამდე 10 გოლით).

"ეს ყველაფერი კარგია, თუმცა გუნდური წარმატება უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგებაღა დაგვრჩა. მაგრად ვიბრძოდით, ახლა კი წარმატებისთვის მთელი ჩვენი სიძლიერე უნდა ჩავდოთ" - განცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, მუნდიალის ფინალში არგენტინა საფრანგეთს 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე შეხვდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
არავინ იცის ვინ მოიგებს, მე არგენტინას ვუბალეშიკებ ფინალში, არგენტინამ ცუდად დაიწყო მაგრამ ყოველ მომდევნო მატჩში ვითარდებოდა და უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდა, საფრანგეთი პირიქით, ვერც ინგლისს აჯობა და ვერც მოროკოს, თან საფრანგეთის დაცვა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, ბოლო თამაშებში საფრანგეთს უმართლებდა, ფინალში მგონია არგენტინას გაუმართლებს...
გულშემატკივარი
16:40 15-12-2022
2
არგენტინის ნაკრებს და მის კაპიტანს, უბრალოდ უფლება არა აქვთ, რომ ფინალი არ მოიგონ!!!!!!!!!!!!!!!!! წარმატება და გარჯვება არგენტინას და ლეოს!
fani.
14:29 15-12-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული