კროოსი: ცუდი არ იქნება, ჩემპიონი მესი გახდეს - ხორვატების კარში პენალტი იყო

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა Real Total-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:

"მოდრიჩი არა მარტო მშვიდი ადამიანი, არამედ რეალურად მოაზროვნეა. თქვა, რომ ამ მსაჯთან ცუდი "გამოცდილება" აქვს. ეს არანაირად არაა პენალტთან დაკავშირებული. ჩემი აზრით, თერთმეტმეტრიანი იყო. არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მოდრიჩისთვის ჯერ არ მიმიწერია. ერთ დღეს ვაცდი. ვიცი, ასეთი მატჩების შემდეგ ორი ათას შეტყობინებას იღებ და ყველას ვერ უპასუხებ. სჯობია მაშინ დავუკავშირდე, როდესაც ყველაფერი დაწყნარდება.

ვის ვუგულშემატკივრებ ფინალში? საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ორი თანაგუნდელი თამაშობს (ორელენ ტჩუამენი და ედუარდუ კამავინგა). თუმცა, ისეთი კარიერით,
როგორიც მესის აქვს, ცუდი არ იქნება, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიუხედავად იმისა რომ კრიშტიანოს ფანი ვარ ვფიქრობ რო ეს ორი უდიდესი ფეხბურთელი იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონობას მესი ძაან ახლოსაა ამასთან ასე რომ გულწრფელად ვუსურვებ მესის და არგენტინის ფანებს მოგებას მაგრამ ასევე გულწრფელად ვამბობ საფრანგეთი ორი თავით ძლიერია არა მარტო არგენტინაზე არამედ მსოფლიოს ყველა ნაკრებზე რეალს მაგონებს როცა ჭირდება გაიტანს თამაშს ფრანგები კარნახობენ და შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქის სტრატეგიიდან გამომდინარე გადაწყობა მაგრამ ბურთი მრგვალია წარმატებები შანსები 30-70% ფრანგების სასარგებლოდ
ვახო
23:53 15-12-2022
8
კროოსის კომენტარი ყველაზე მაღალი შეფასებაა
ზაკო
07:58 16-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული