36-წლიანი წყევლის მოსახსნელად - რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ლეო მესი და მისი კომპანინოები თუ დღეს საფრანგეთის ძლევას მოახერხებენ, წყევლას მოიხხსნიან.

მოგიყვებით ტილკარას წყევლის შესახებ, რომელიც "ალბისელესტეს" თან გასდევს.

არგენტინის ნაკრები კარლოს ბილარდოს თავკაცობით 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც მექსიკაში უნდა გამართულიყო. 1986 წლის იანვარში გუნდმა გამართა ათდღიანი მინი საწვრთნელი ბანაკი პატარა ქალაქ ტილკარაში, არგენტინის პროვინცია ჯუჯუში, ქვეყნის ჩრდილოეთით. მიზეზი არის მაღალმთიანეთი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს მექსიკის რელიეფს (ტილკარა ზღვის დონიდან 2460 მეტრზეა, მეხიკო 2240 მეტრზე), ეს ყველაფერი ეროვნული ნაკრების უფრო
სწრაფი აკლიმატიზაციისთვის იყო საჭირო.

კლუბებმა მოსამზადებელ შეკრებაზე დიეგო მარადონა და დანიელ პასარელა არ გაუშვეს, თუმცა მათთან ერთად "ალბისელესტეს" რიგებში სხვა ფეხბურთელების არ გახლდნენ და ბილარდო მხოლოდ 14 მოთამაშეს ავარჯიშებდა.

ქალაქ ტილკარაში 4000 ადამიანი ცხოვრობს და იქ მდებარობს ნეტარი სენორა როსარიოს ეკლესია, სადაც არგენტინის ნაკრების ზოგიერთი მორწმუნე ფეხბურთელი გაემგზავრა ტურნირზე მოგზაურობის წინა დღეს.

იქ ისინი დაჰპირდნენ კოპაკაბანას ღვთისმშობელს, რომ თუ არგენტინა მოიგებდა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, მთელი გუნდი იმავე წელს მოვიდოდა ტილკარაში და მადლობას გადაუხდიდა ღვთისმშობელს და ადგილობრივ მოსახლეობას მასპინძლობისთვის. 

1986 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თანაც ტურნირი წაუგებლად დაასრულა, თუმცა ისინი ტილკარაში 1 წლის განმავლობაში არ დაბრუნებულან.

ითვლება, რომ ამის შემდეგ გუნდს წყევლა ჰკიდია, რომლის მიხედვითაც, ტილკარაში დაბრუნებამდე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს

მას შემდეგ "ალბისელესტემ" ორჯერ ითამაშა მუნდიალის ფინალში და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ ამბავმა უკანა პლანზე გადაიწია, მაგრამ ოცი წლის შემდეგ გაიხსენეს: ყველაფერი დაიწყო არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხულიო გრონდონამ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თასის ასლი გაუგზავნა ტილკარას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელზედაც ეწერა:

"არგენტინული ფეხბურთიდან კოპაკაბანას ღვმთისშობლის მარადიული მადლიერებით იმ კურთხევისთვის, რომელიც დაეხმარა არგენტინას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში." 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეიქმნა ვებგვერდი, რომელმაც შეაგროვა ათასობით ხელმოწერა, რათა წაახალისოს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონები ტილკარაში ჩასვლაზე. პასუხი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოვიდა: ამ თასის მფლობელებმა, სერხიო ბატისტამ და ხოსე ლუის ბრაუნმა შესთავაზეს პეტიციის ავტორებს ეროვნული ნაკრების მაისურის გაგზავნა ტილკარას ღვთისმშობელისთვის.

2011 წელს ბატისტა და ბრაუნი ინკოგნიტოდ გაემგზავრნენ ტილკარაში და ეწვივნენ იმავე ნეტარი სენორა როსარიოს ეკლესიას და ღვთისმშობლის მუზეუმს წყევლის დასრულების იმედით. ამასთან, მათ ღვთისმშობელს არგენტინის დაპირებული მაისური გადასცეს. თუმცა, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა ფინალში დამარცხდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამ თემაზე რაიმე კონკრეტული ქმედებებით არ გამოირჩეოდა, ხოლო არგენტინის ნაკრების ბოლო მატჩებზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ტრიბუნაზე გამოჩნდა ბანერი წარწერით:

"1986 წლის მსოფლიო ჩემპიონებო!, შეასრულეთ პირობა - დაბრუნდით". ტილკარაში".

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 1986 წლის ზოგიერთი ჩემპიონი მაინც წავიდა ტილკარაში. მათ გამართეს ერთობლივი აქცია Coca-Cola-სთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ტურის საერთაშორისო ეტაპის ფარგლებში. რუსეთში ტურნირის დაწყებამდე თასი 51 ქვეყნის 91 ქალაქს ეწვია და მან ტილკარამდეც მიაღწია.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონებმა, რომლებიც ჩამოვიდნენ, ქალაქში საგამოფენო მატჩი ითამაშეს, მას ესწრებოდნენ ხოსე ლუის ბრაუნი, ოსკარ გარე, ნერი პუმპიდო, კარლოს ტაპია, ჰექტორ ენრიკე, სერხიო ბატისტა, ხულიო ოლარტიკოეჩეა და რიკარდო ჯუსტი.

დიდი ხნის ნანატრი ვიზიტის შემდეგ, არგენტინელებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში წარმატების იმედი ჰქონდათ, თუმცა ამანაც ვერ უშველათ.

"აბისელესტე" საფრანფეთთან 1/8-ფინალში დამარცხდა...

მესის და კამპანიას დღეს წყევლის მოხსნის საშუალება ეძლევათ... საინტერესოა, 36 წლის შემდეგ მოიხსნიანი ტილკარას წყევლას არგენტინელები? - ამას ყველა ერთად ვნახავთ...
მკითხველის კომენტარები / 16 /
დიდება უფალს! ზოგ ურწმუნოს ალბათ სასაცილოდ არ ეყოფა ეს ყველაფერი, მაგრამ სიტყვას, რომელსაც უფალს ვალევთ უნდა შევასრულოთ, ან სანამ გავცემთ სიტყვას კარგად უნდა დავფიქრდეთ შეგვიძლია თუ არა მისი შესრულება.
ეეე
13:58 18-12-2022
3
მახსოვს 90-ან წლებში, რომელიღაც ქართულმა გუნდებმა ცხვარი დაკლეს, იქნებ გვეშველოსო. რაღაცით ვგავართ არგენტინელებს, უბრალოდ მესი და სხვანნი გვაკლია.)))
ჰაჰა
14:24 18-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული