ჟურნალისტმა ფრანო ვულასამ განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალის მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ, სადაც ხორვატიამ მაროკოს 2:1 სძლია, ხორვატთა მცველმა დეიან ლოვრენმა მას მიქს ზონაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ლოვრენი ფიქრობდა, რომ ჟურნალისტები მასზე იცინოდნენ. მან მე და ჩემს კოლეგას სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა.
მითხრა, ბო***ი ხარო და ამას რამდენიმე უშვერი სიტყვაც მოაყოლა", - ამბობს ვულასა.